ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება - პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს კაცს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებული სისასტიკით ორსული მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებულს კაცს ბრალდება წარუდგინა.

საქმის მასალების თანახმად,  22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში ოცდაათამდე ჭრილობა მიაყენა. 
 
ახალგაზრდა კაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

საზარელი მკვლელობა ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში გუშინ ღამე მოხდა. არსებული ინფორმაციით, 23 წლის გოგა გზირიშვილმა ხუთი თვის ორსული მეუღლე, 22 წლის ქეთა კეპულაძე, ერთი წლის შვილის თანდასწრებით მოკლა. ახალგაზრდა ქალის, ქეთა კეპულაძის ცხედარი პროზექტურიდან წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება. 

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵"არავითარი გირაო არ მინდა, პატიმრობა მეკუთვნის და იმიტომო" - ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული პროკურატურის მოთხოვნას იზიარებს

🔵ვინ არის და რას საქმიანობს მიხეილ სააკაშვილის რძალი, რომელიც კამერების წინ არასდროს ჩნდება - ედუარდ სააკაშვილის ცოლის იშვიათი ფოტოები

🔵ყველაზე საშიში ადგილები მსოფლიოში - ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740820052

ახალი ამბები

გურიაში შსს-ს მაშველები და საპოლიციო ძალები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ

გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და საპოლიციო ძალები, რომლებიც დისლოკაციის 6 ადგილზე, სამაშველო შტაბებში არიან განთავსებულები, შ...

გურიის რეგიონი

1740817706

ახალი ამბები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ დედოფლისწ...

ააა

1740816504

მსოფლიო

რუბიო: ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს ფიასკოსთვის

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბოდიში უნდა მოიხადოს, რადგან „თეთრ სახლში გამართული მოლაპარაკებები თავის ფიასკოდ აქცია“. როგორც რუბიომ CNN...

მარკო რუბიო

1740814184

ახალი ამბები

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე“ - ირაკლი კობახიძე

„გუშინ კიდევ ერთხელ გაივლო ზღვარი იმ ძალებს შორის, რომლებსაც სურთ მშვიდობა და ადარდებთ უკრაინელების ბედი და რომლებსაც სურთ, იომონ უკანასკნელ უკრაინელამდე. გამოჩნდა ისიც, რომ გლობალური ომის პარტია და „...

ირაკლი კობახიძე

1740813527

ახალი ამბები

„ენჯეოებს ერთადერთი, რაც ზურგს უმაგრებს, უცხოური ფული და გავლენაა და ცხადია, მომავალში ასე არ უნდა იყოს და არც იქნება“ - სოზარ სუბარი

მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაში არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების საკითხს შეეხო ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ...

სოზარ სუბარი