ოთო აბესაძე: საშუალო სტატისტიკური ქართველისგან, რომელიც ოფიციალური საქსტატის მონაცემებით თვეში გამოიმუშავებს 1328 ლარს, მისგან სახელმწიფოს მიაქვს 540 ლარი

ეკონომისტი, ოთო აბესაძე ფეისბუკ ჯგუფში "სასოწარკვეთილი მომხმარებელი" განამარტავს, რიგითი მოქალაქეების შრომის რამდენი პროცენტი მიდის ბიუჯეტში რეალურად:
"მორიგი ეკონომიკური სასოწარკვეთა
მარტივ და ადამიანურ ენაზე ავხსნათ თუ როგორ არის რიგითი ადამიანი ხელისუფლების ეკონომიკური წყარო.
დავიწყოთ ოფიციალური მონაცემების განხილვით.
საქართველოში საშუალო ხელფასი არის 1 328 ლარი.
აქედან 20% - ს სახელმწიფო გაჭრით საშემოსავლო გადასახადის სახით და ხელზე იღებთ 1 062 ლარს და 40 თეთრს.
ნუ გგონიათ, რომ თქვენი და სახელმწიფოს ურთიერთობა ამით სრულდება.
თქვენ ყოველდღიურად ყიდულობთ პურს, რომელიც ღირს 1.2 ლარი. აქედან დღგ-ს გადასახადს 18%-ს იხდით თქვენ (მყიდველები) შესაბამისად ყოველი 1 პურიდან 21.6 თეთრი მიდის ბიუჯეტში, ხოლო 0.98 თეთრი მიდის მწარმოებელთან.
ასეა აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში.
თქვენ როდესაც მოგინდებათ პური, შაურმა, შოკოლადი, ჰამბურგერი, ახალი ტანსაცმელი და უამრავი რამ, სახელმწიფო ამ სურვილისთვის ჯამში “გაჯით” 18% - ით.
განსხვავებული ვითარებაა საწვავის შემთხვევაში სადაც ზემოთ ხსენებულ დღგ-ს 18% - ს ემატება აქციზის გადასახადი.
დღევანდელი რეალობიდან რომ ამოვიდეთ (საწვავის ფასი საშუალოდ 3 ლარი) ერთი ლიტრი საწვავიდან 90 თეთრი შედის ბიუჯეტში აქციზი+დღგ.
უფრო რომ გავამარტივოთ:
თუ თქვენ:
დაგერიცხათ ხელფასი 1328 ლარი.
საწვავს იხმართ თვეში 150 ლიტრს (450 ლარი)
პური, სურსათი და ა.შ იყენებთ საშუალოდ 400 ლარს
საშუალოდ 100 ლარს იხდით კომუნალურ სერვისებში.
50 ლარს მოიხმართ მობილური ინტერნეტი, სალაპარაკო და ა.შ
60 ლარს ხარჯავთ მედიკამენტებში.
რეალურად სახელმწიფო თქვენგან იღებს:
ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადი 20% ანუ 296 ლარს.
საწვავიდან 135 ლარს.
პური, სურსათი და ა.შ 72 ლარს.
კომუნალურებიდან 18 ლარს.
მობილური/ინტერნეტი 9 ლარს.
მედიკამენტებიდან 10.8 ლარს.
ჯამში საშუალო სტატისტიკური ქართველისგან, რომელიც ოფიციალური საქსტატის მონაცემებით თვეში გამოიმუშავებს 1328 ლარს, მისგან სახელმწიფოს მიაქვს 540 ლარი.
სიგიჟეა ხომ? არა, რეალობაა ‼️
თქვენი შრომის 40.66% მიდის ბიუჯეტში
მიხვდით ხომ? აბა ახლა იმაზე დაფიქრდით თქვენი შრომის 40.66% ს როგორ ხარჯავენ", - წერს აბესაძე.
სხვა სიახლეები:
🔳 Tesla Phone-ის გაყიდვები 2022 წლის ბოლოს დაიწყება - ილონ მასკმა კიდევ ერთხელ გააოცა მსოფლიო
1741506332
მსოფლიომასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა
„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი მილიარდერი ილ...
1741504157
ახალი ამბებისაქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...
1741465889
სპორტისაქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა
9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...
1741464309
მსოფლიოჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს
ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...
1741462307
მსოფლიოფრიდრიხ მერცის ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური გაერთიანების ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა. ბლოკის ლიდერმა, ფრიდრ...