პრეზიდენტი: ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 30 წელს და უკან თუ გავიხედებით, ისტორიის არცერთ ფურცელზე არ ვართ შეთანხმებული

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანა დამოუკიდებლობის 30 წელს ზეიმობს, რეალურად კი უკან თუ გავიხედებით, არაფერზე შემდგარა შეთანხმება, ისტორიის არცერთ ფურცელზე.
"მე ვთვლი, რომ წარმოვადგენ საზოგადოების განცდას, ჩემშიც არის ეს, რომ ეს დაპირისიპრება, რომელიც გროვდება ჩვენს ქვეყანაში, უნდა რაღაცნაირად გადავიდეს საქმიან ურთიერთობაში.
ეს არ იქნება რაღაც ჯადოსნური ერთიანობა, რომელიც ერთ დღეში შეიქმნება, ეს არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება, ეს არ არის ჩემი პროცესი და ჩემი ინიციატივა, ესაა ჩემი დაწყებული პროცესი, ჩემი ინიცირებული პროცესი მაგრამ ეს იქნება საზოგადოებრივი პროცესი, რომელშიც ყველა უნდა იყოს ჩართული და რომლის ფორმა იქნება თვით საზოგადოების მიერ შექმნილი და თემებიც წარმოიშობა საზოგადოებიდან.
ეს პროცესი იწყება იმით, რომ ჩვენ წარსულზე და წარსულის რეალურად არცერთ ფურცელზე არ ვართ შეთანხმებული, არ გვაქვს სახელმწიფო, თუ ეროვნული ისტორია არ გაგვაჩნია, თუნდაც ბოლო 30 წლის.
ჩვენ ვზეიმობთ დამოუკიდებლობის 30 წელს და რეალურად, უკან თუ გავიხედებით, არაფერზე არ ვართ შეთანხმებული, არცერთ ფურცელზე ამ ისტორიის და ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველივე ოჯახში არსებობს იმ ოჯახის ისტორია, იმ ოჯახის ახსნა-განმარტება ამ ფურცლების.
ეს იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდებით დღევანდელ დღეზე და მომავალზე.
ჩვენი დაპირისპირება გროვდება, ასე ვთქვათ, სხვადასხვა შრეებად ამ სხვადასხვა პერიოდების მანძილზე და ჩაბეტონებულია.
ჩვენ თუ ეს არ დავძლიეთ, შეიძლება უფრო კიდევ გაღრმავდეს ეს დაპირისპირება და ჩვენ ვერ ვაშენოთ ის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვინდა ყველას, ამაში მე ვარ დარწმუნებული, დემოკრატიული, ევროპული, ძლიერი სახელმწიფო", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სხვა სიახლეები:
🔳 BLB: მოსამართლემ „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, არ დააკმაყოფილა
🔳 COVID-ის შემდეგი ვარიანტი უფრო გადამდები იქნება, ვიდრე ეს "ომიკრონია"
🔳 ზუგდიდის მერსა და მის პირველ მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ
1741716195
ახალი ამბებიდეკანოზი იოანე გორელიშვილი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: მივესალმებით ნარკომოვაჭრეთა მიმართ კანონის გამკაცრებას. ეს დღეს მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნისთვის
„ცნობიერების ამაღლება არის მეტად მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მომავალ ახალგაზრდა თაობაში, რათა ისინი დაცულნი იყვნენ ამ განსაცდელისაგან“, - ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ნარკოპოლიტიკის გამ...
1741714831
ახალი ამბებიპროკურატურა: ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც გორში, შურისძიების მოტივით, განსაკუთრებული სისასტიკით, განზრახ მოკლა უმწეო მდგომარეობაში მყოფი პაპა
პროკურატურამ ქალაქ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დ...
1741713753
სპორტისაქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე ტესტმატჩშიც დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში რუმინეთის გუნდს დაუპირისპირდა და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 3:0. ავთანდილ ასათიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ორი დღის წინ გამართული პირველი...
1741711441
ახალი ამბებისუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე, მათგან ერთი გათავისუფლდა
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე. მათგან ერთი 11 მარტს უკვე გათავისუფლდა და ცენტრალური ხელისუ...
1741709887
ახალი ამბებიმეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა
მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განგვიცხადეს, მაშველებმა მძღოლი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ დროისთვის, ავტომობილის ამოყვანისთვის შესაბამისი პროც...