რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში - სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურორს მიმართა (ვიდეო)

სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურორს ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო დანაშაულებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოების წინადადებით მიმართა.
საქმეების ერთ წარმოებად გაერთიანება;
საქმეთა კვალიფიკაციის შეცვლა;
საგამოძიებო სტრუქტურული ერთეულისა და ზედამხედველი პროკურორის შეცვლა;
საქმიდან მოქმედი სოციალური მუშაკის ჩამოშორება;
ასევე, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, რელევანტური ექსპერტიზების ჩატარება, ტელეფონისა თუ შესაბამისი კომუნიკაციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, პანსიონის ხელმძღვანელი პირების (საერო და სასულიერო) გამოკითხვა, სამედიცინო და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მოპოვება, კონკრეტულ შემთხვევებში დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება და სხვა.
სახალხო დამცველის თქმით, რა აჩვენა საქმის მასალებმა?
გამოძიებებს აქვს არსებითი ხარვეზები ეფექტიანობის მიმართულებით, გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები ხშირ შემთხვევაში გულგრილად უდგებიან არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, წლების მანძილზე აჭიანურებენ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, არ ახდენენ გამოძიების სწორ კვალიფიკაციას, არ მოქმედებენ მსხვერპლი ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, მოქმედებენ სტერეოტიპულად, არ ანიჭებენ მსხვერპლებს დაზარალებულის სტატუსს, არ ცდილობენ შეკრან დანაშაულებრივი სქემის ერთიანი სურათი და სრულფასოვნად გამოავლინონ ძალადობრივი დასჯის პრაქტიკა ნინოწმინდის პანსიონში.
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში კვლავ არაერთი ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მათ შორის, ბავშვებთან მომუშავე უწყებებსა და დაწესებულებებს შორის კომუნიკაციის, აღმზრდელების პროფესიული გადამზადების, დოკუმენტაციის მოწესრიგების, ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების მოკვლევისა და უზრუნველყოფის კუთხით. ამ დრომდე, პანსიონს არ აქვს განახლებული შინაგანაწესი, დაწესებულებაში არ ინახება ყველა ბავშვის განახლებული ინდივიდუალური განვითარების გეგმა. ხოლო, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების გეგმაში გაწერილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ მათ აღმზრდელებს.
„შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ დაწესებულებაში ამჟამადაც ირიცხება ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი. მართალია, სახალხო დამცველის რწმუნებულებს და საზოგადოებას აცნობეს, რომ პანსიონიდან ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი იყო გაყვანილი, თუმცა, იმ პერიოდში დაწესებულებაში კვლავ ირიცხებოდა ორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი ზრუნვის სხვა ფორმაში მხოლოდ 2021 წლის 24 სექტემბერს გადაიყვანეს, ხოლო მეორე კვლავ პანსიონში ცხოვრობს“, - თქვა სახალხო დამცველმა.
2021 წლის გაზაფხულის შემდგომ, დაწესებულებიდან ბიოლოგიურ ოჯახში სულ 12 არასრულწლოვანია გადაყვანილი, ზრუნვის სხვა ფორმაში კი, 22 აღსაზრდელი განთავსდა. ნინოწმინდის პანსიონიდან ზრუნვის სხვა ფორმაში გადაყვანილი არასრულწლოვნებიდან 15 გადაყვანილია მცირე საოჯახო ტიპის სახლში, ხოლო 7 - მინდობით აღმზრდელ ოჯახთან. აღნიშნულ პერიოდში ბიოლოგიური ოჯახიდან ბავშვის ნინოწმინდის პანსიონში დაბრუნების 2 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ბიოლოგიური ოჯახების მზაობისა და მათი სათანადოდ გაძლიერების გამოწვევებს უკავშირდება. 2021 წლის 22 ნოემბრის მონაცემებით, დაწესებულებაში კვლავ ირიცხება 17 აღსაზრდელი, რომელთაგან 15 ფაქტობრივად პანსიონში ცხოვრობს.
ასევე საინტერესოა:
🔵 ტიკარაძე: "ომიკონის" კიდევ 15 საეჭვო შემთხვევას იკვლევენ
1740940730
მსოფლიომარკო რუბიო - პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან
ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც...
1740940672
სპორტირაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები 43:5 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალის საგზურის გარდა, სა...
1740940602
მსოფლიოკირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...
1740936429
საზოგადოებაპატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ
„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...
1740933056
მსოფლიოსენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან
რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...