რა მიზეზით მოკლა 42 წლის კაცმა 68 წლის ქალი კახეთში?

კახეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ამ დროისთვის არსებული ერთადერთი ვერსიით, სოფელ ჯუგაანში 68 წლის ქალი მისმა მეზობელმა შელაპარაკების ნიადაგზე მოკლა. გარდაცვლილს რამდენიმე ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. მათ შორის ყელის არეში. შსს ინფორმაციით ეჭვმიტანილი წარსულში ნასამართლევია, პოლიციამ ის მკვლელობიდან რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს. ადგილობრივებს მკვლელობის მოტივთან დაკავშირებულ ვერსიებზე საუბარი უჭირთ.

ქალს ცივი იარაღით ჭრილობები ყელის არეში ჰქონდა მიყენებული. 80 წლის მეუღლემ მეზობლების დახმარებით სასწრაფო გამოიძახა, თუმცა დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ ლეილა ბეგიაშვილი მედიკოსების ადგილზე მისვლამდე გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანში, მეზობელმა, მამუკა მოკვერაშვილმა ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლა შემდეგ კი მიიმალა.

წარსულში ნასამართლევი 42 წლის მამუკა მოკვერაშვილი სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებულს უახლოეს საათებში ბრალს წარუდგენენ და შემდგომ, აღკვეთის ღონისძიებაზე სიღნაღის რაიონული სასამართლო იმსჯელებს. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, ამ დრომდე უცნობია. საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. მოტივზე საუბარი უჭირთ ადგილობრივებსაც. მეზობლები ყვებიან, რომ მსხვერპლსა და თავდამსხმელს შორის წარსულში უთანხმოებას ადგილი არ ჰქონია. მეტიც, თავდამსხმელზე საუბარი უჭირთ, რადგან ის სოფელ ჯუგაანში ახალი დასახლებულია, ხოლო გარდაცვლილს, დადებითად ახასიათებენ.

ჯუგაანში მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო:რუსთავი2

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵საქართველოში "ომიკრონით" გარდაცვალების შემთხვევა დადასტურდა

🔵არავაქცინირებული მღვდლები ინფიცირების შემთხვევაში დაისჯებიან - საბერძნეთის მიტროპოლიტის გადაწყვეტილება

🔵უინტერესო გახდა „ნაცმოძრაობის“ პოზიცია პარლამენტში შესვლასთან, არშესვლასთან, გამოსვლასთან დაკავშირებით, ეს არის დესტრუქციული პოლიტიკური პარტია - ირაკლი კობახიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741508138

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

 2025 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...

 მაკა ბოჭორიშვილი

1741506332

მსოფლიო

მასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა

„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი  მილიარდერი ილ...

ილონ მასკი

1741504157

ახალი ამბები

საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

 გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...

ამინდი

1741465889

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა

9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...

საქართველოს ნაკრებ

1741464309

მსოფლიო

ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს

ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...

ჩინეთიჩინეთი