რეანიმატოლოგი: ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

„კატეგორიულად მოვითხოვთ, სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ, დღესვე გადაიყვანონ სამოქალაქო კლინიკაში და ჩაუტარდეს გადაუდებელი კვლევები“, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა გლდანის საპატიმრო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, კონსილიუმის წევრ ექიმებს, ენდოკრინოლოგს და ფსიქიატრს არ მიეცა შესაძლებლობა მოენახულებინა მსჯავრდებული ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.
„ჩემი მონაცემებით, გონების დაკარგვის ეპიზოდი გამოწვეულია როგორც მწვავე ნიშნებით, ასევე ცერებრო-ორგანული დისფუნქციით. ამჟამადაც არის გამოხატული ცერებრო-ორგანული დისფუნქციის ნიშნები, რაც კატეგორიულად ითხოვს პაციენტის ადეკვატურ კლინიკაში მკურნალობას. არ ჰყავდა ნევროლოგს ნანახი და მოწვეული იქნა სახალხო დამცველის აპარატიდან ექსპერტი-ნევროლოგი“, - განაცხადა ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა.
კონსილიუმის კიდევ ერთი წევრი, რეანიმატოლოგი ლევან ბესელია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს კრიტიკულად. გონზეა თუმცა, პერიოდულად არ არის იმ ცნობიერებაზე, რომ ადეკვატურად უპასუხოს ყველა შეკითხვას. შეიძლება გონება დაკარგოს და გონზე ვეღარც მოვიდეს. რეალურად არ არის დიაგნოზი დასმული.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგეგმება მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხიდან გადაყვანა.
ამ წუთებში გლდანის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებიან იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და „ქართული ოცნების“ ლიდერები: დიმიტრი ხუნდაძე, დავით სერგეენკო და მიხეილ სარჯველაძე.
ამავე თემაზე:
🔵“გაიტაცებენო? გაიტაცონ ბოლოს და ბოლოს! არცერთი შიში არ ამართლებს ამ ყველაფერს” - ნათია ფანჯიკიძე
🔵 ექიმებზე ზეწოლის უპრეცედენტო ფაქტი - სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ირაკლი კობახიძეს პასუხობს
1741508138
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
2025 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...
1741506332
მსოფლიომასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა
„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი მილიარდერი ილ...
1741504157
ახალი ამბებისაქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...
1741465889
სპორტისაქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა
9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...
1741464309
მსოფლიოჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს
ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...