რომ ამბობენ, ვაქცინები ღმერთის საწინააღმდეგოაო, ტყუილია. ანტივაქსერები ჩვეულებრივი მეხუთე კოლონაა - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, ვაქცინაციის აუცილებლობაზე მორიგ მოწოდებას აკეთებს და პანდემიის მართვაში ჩართულ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, აქტიური მოქმდებისკენ მოუწოდებს.

"ანტივაქსერები ჩვეულებრივი მეხუთე კოლონაა, ამოფარებული არიან ვითომ პატრიოტიზმს, ვითომ ეკლესიას, რუსული სპეცსამსახურების სასარგებლოდ მოქმედებენ.

ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია. ომიკრონი გადაუვლის საქართველოს. ვინც ახლა აცრილი არ არის, მათ უკვე საბედისწეროდ დააგვიანეს. ვინც დღეს აცრილი არ ხართ, დაინფიცირდებით. ნურავის აბრალებთ, თქვენი ბრალია, ყველაფერი იცოდით, მილიონჯერ დაგიღეჭეთ. თუ რუსული რულეტკის თამაში გინდათ, კი, ბატონო, თქვენი ცხოვრებაა.

ვინც ჩინური ვაქცინებით ხართ აცრილი, ფაქტიურად აცრილი არ ხართ. უნდა აიცრათ ორი დოზა ფაიზერით და მესამე - ბუსტერით. სამ-ოთხ თვეში, ალბათ, მეოთხე დოზაც იქნება საჭირო. კვლევები მიმდინარეობს, ევროპაში, ისრაელში, დაველოოთ.

რომ ამბობენ, ვაქცინები ღმერთის საწინააღმდეგოაო, ტყუილია. მე არ ვარ ძალიან მორწმუნე ადამიანი, მეცნიერი ვარ და რელიგიას ვუყურებ „ძალიან“ ლაითად, მაგრამ ვაღიარებ, რომ ამ სიტუაციაში უფრო ვიწამე ღმერთის. ასე მალე ვაქცინის და წამლების გამოგონება ამ ვირუსის წინააღმდეგ მეცნიერულად თითქმის შეუძლებელი იყო და  ღმერთი მართლა არსებობს, რომ ეს შესაძლებელი გახადა. მარტივად გეტყვით, ვირუსი ეშმაკისეულია, ღმერთი გვეხმარება, ვაქცინით, პირბადით, ადამიანები კი ამ წყალობას უარყოფენ და ეშმაკს ირჩევენ.

შეკითხვა მაქვს ვაქცინაციის საბჭოსთან, რას აკეთებენ მანდ? შეკითხვებია სტატისტიკის მიმართულებით. მე ბატონ ამირან გამყრელიძეს ჯერ კიდევ შარშან ვეუბნებოდი, რომ სიკვდილიანობის გაშიფრული სტატისტიკა საჯაროდ უნდა გამოქვეყნებულიყო. ქვეყანაში კოვიდით გარდაიცვალა 14 000 ადამიანზე მეტი. უნდა დაიდოს 2021 წლის სტატისტიკა, რამდენი მამაკაცი, რამდენი ქალი გარდაიცვალა, რა ასაკობრივი კატეგორია, რამდენი არავაქცინირებული, რამდენი ვაქცინირებული და რომელი ვაქცინებით. ვიცი, რომ არსებობს ეს სტატისტიკა და მაჩვენებლები იგივეა, რაც სინგაპურში, ცოტა უფრო რთული.

დადონ საჯაროდ ეს სტატისტიკა, სეგმენტების მიხედვით. რატომ არ დებენ, იცით? საჯაროდ რომ დადონ, მერე კითხვები დაისმება, თუ იცოდით, ჩინური ვაქცინით ვაქცინირებულებში სიკვდილიანობა რომ უფრო მაღალია, რატომ სთავაზობთ მოსახლეობას მაინც ჩინურ ვაქცინას?! ეს სტატისტიკა რომ დადონ, ნიშნავს, თავი გილიოტინაზე დადონ, ამიტომ არ აქვეყნებენ.

ჯერ კიდევ ნოემბერში გაფრთხილებდით, რომ დეკემბერი/იანვარი იქნებოდა მძიმე. ქვეყანა მოუმზადებელია. უკვე დაიწყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. სიკვდილიანობის მატება იქნება იანვრის ბოლოს. გადაიღალა სამედიცინო სექტორი. ექიმების, ექთნების ხელფასების მატებაზე, მათ დასვენებაზე არავინ ლაპარაკობს",-წერს, გიორგი ფხაკაძე.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი და დადასტურდა „კოვიდ-19“-ის 5 486 ახალი შემთხვევა

🔵"ნაციონალურმა მოძრაობამ" ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან უნდა დატოვოს პარლამენტი - რომან გოცირიძე

🔵როგორი მოგონილებიც ხართ თავიდან ფეხებამდე, ზუსტად ისეთივე მოგონილია თქვენი ფასეულობები - ერეკლე დეისაძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741896315

საზოგადოება

ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს სირიაში ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული მოვლენების გამო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს წერილით მიმართავს. „ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქს, უნეტარეს იოანე X-ს თქვენო უნეტარესობავ...

აა

1741896216

სპორტი

ქართველი მოჭიდავე საბა ჩილაშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე საბა ჩილაშვილი (130 კგ) კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომე...

საბა ჩილაშვილი

1741895893

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული ნაკრები დაამარცხა! ეს მნიშვნელოვანი გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სპორტსმენების პროფესიონალიზმსა და შეუპოვრობას

გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 28:26 დაამარცხა! - წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. როგორც იგი აღნიშნავს, ეს მნიშ...

მიხეილ ყაველაშვილი

1741892145

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ევროკავშირი ძალიან, ძალიან საზიზღარია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირს საზიზღარი უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს. „ჩვენ არ ვყიდით მანქანებს ევროპაში, ვგულისხმობ, პრაქტიკულად არ ვყიდით მანქანებს და ი...

დონალდ ტრამპი -

1741890044

საზოგადოება

ქართველი მოჭიდავე რომეო ბერიძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ალბანეთში 23-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რომეო ბერიძემ (63 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მან სომეხი სპორტსმენი დაამარ...

რომეო ბერიძე