"როცა ხელისუფლებებში მოვდიოდი, ყოველთვის მოვდიოდი რევოლუციით. აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, ეს არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც რევოლუცია არ დასჭირდება" - მურმან დუმბაძე

"რამდენიმე რევოლუცია გამომივლია და პრაქტიკულად როცა ხელისუფლებებში მოვდიოდი, ყოველთვის მოვდიოდი რევოლუციით", - ამის შესახებ  "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მურმან დუმბაძემ ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც რევოლუცია არ დასჭირდება.

"რაო, რა შემოგვითვალა სუსმა? არ ახსენოთ სიტყვა რევოლუციაო? და ჯეფერსონი რომ ახსენებდა, ჩვენ რა ვქნათ? ჯეფერსონებზე უკეთესები ვართ ჩვენ? აბა, ცოტა წამომეხმარეთ ქართული ენის ბრუნვაში: სახელობითი; მერე რომელი მოდის? მოთხრობითი; მიცემითი; ნათესაობითი; მოქმედებითი; ვითარებითი; წოდებითი და ახლა ვაბრუნოთ სიტყვა რევოლუცია! რევოლუციამ! რევოლუციას! რევოლუციის! რევოლუციით! რევოლუციად! და წოდებითში როგორ არის?

ჩემო ძვირფასო რევოლუციავ!

და რა დავაშავეთ ახლა ამით? ამიტომ სუსმა უნდა დაგვსაჯოს? ვაი შენს პატრონს, უბედურს, ჩემო სუს-ო.

რამდენიმე რევოლუცია გამომივლია და პრაქტიკულად როცა ხელისუფლებებში მოვდიოდი, ყოველთვის მოვდიოდი რევოლუციით. აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, ეს არის ერთადერთი ხელისუფლება, რომელსაც რევოლუცია არ დასჭირდება", - მიმართა მან აქციაზე შეკრებილებს.

ქუთაისში და რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან პარალელურ რეჟიმში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართა.

გაერთიანებული ოპოზიცია რეგიონების შემდეგ, 6 ნოემბერს თბილისში, მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში იგეგმება სახელმწიფო შეთქმულება - სუსი

🔵 "გუშინ ტრაგედიას ვადევნებდი თვალს, როდესაც ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი დასცინის, მოშიმშილე-მომაკვდავ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს" - ნიკა მელია

🔵 "ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასოდეს" - სალომე ზურაბიშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741253103

მსოფლიო

ილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია

ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...

ილონ მასკი

1741252033

ახალი ამბები

შსს - გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებ...

შსს

1741250527

ახალი ამბები

საქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით, 62 მილიარდ ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეად...

საქსტატი

1741248563

მსოფლიო

ქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში მასშტაბური ხანძარია

ნიდერლანდების ქალაქ არნემში, ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ შენობაში ღამით ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მე-18 და მე-19 საუკუნეების ათობით სახლს მოედო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ხანძარი...

ქალაქ არნემი

1741247723

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა „ინდიან ველსის მასტერსზე“ გამოსვლა დაასრულა

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩოგბურთში წლის პირველ მასტერსის ტურნირზე, ინდიან ველსზე გამოსვლა დაასრულა. საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, ტურნირის ძირითად ბადეში ბასილაშვი...

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი