საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება ისრაელში გახსნილი, რამათ-განის საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.

„პირველ რიგში განვმარტავთ, რომ აღნიშნული საუბნო საარჩევნო კომისია ამ დროისათვის ჩვეულებრივ რეჟიმში ფუნქციონირებს და ემზადება კენჭისყრის დღისთვის. კომისიის თავმჯდომარემ ოჯახური მდგომარეობის გამო 22 ოქტომბერს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. კომისიის არცერთ სხვა ხელმძღვანელ პირს ან წევრს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ცესკოსთვის არ მოუმართავს.

ამასთან, საუბნო საარჩევნო კომისია უფლებამოსილია დაიწყოს კენჭისყრისთვის მოსამზადებელი პროცედურები, თუ გამოცხადდა კომისიის 9 წევრი მაინც. აქვე გაგაცნობთ ცესკოს 11 ოქტომბრის დადგენილებას (№50/2024), რომელიც განსაზღვრავს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა რაოდენობასთან დაკავშირებულ საკითხს. დადგენილების თანახმად, თუ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა ცხრაზე ნაკლები აღმოჩნდება, საუბნო საარჩევნო კომისია გარდაიქმნება სპეციალურ ჯგუფად და სპეცჯგუფს მიეცემა უფლება ჩაატაროს კენჭისყრა.

იმ შემთხვევაში თუ სპეცჯგუფს არ ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ერთდროულად ან სპეცჯგუფის მდივანი ან/და მათ არ შეუძლიათ საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული მოვალეობების შესრულება, სპეცჯგუფი ცესკოს მიერ არჩეულ წევრთაგან დაუყოვნებლივ ირჩევს სპეცჯგუფის თავმჯდომარეს ან მდივანს.

დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ კენჭისყრა არ იმართება თუ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შვიდზე ნაკლები აღმოჩნდება.

ზემოაღნიშნული დადგენილების მიღება და მისი შინაარსი კი თავის მხრივ მიუთითებს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ხელს უწყობს სხვა სახელმწიფოებში კენჭისყრის შეუფერხებლად ჩატარებას. ცესკო მოუწოდებს კომისიის წევრებს გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები, იმისათვის რომ ამომრჩევლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1729767701

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების გამო

„საარჩევნო ადმინისტრაცია მწუხარებას გამოთქვამს საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ალექსანდრე თურაზაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს მის ოჯახს“, - ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ...

ცესკო

1729765784

საზოგადოება

თბილისი მსოფლიოს 7 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა

თბილისი მსოფლიოს 7 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. „ინდური ავიაკომპანია Vistara-ს საბორტო ჟურნალი მგზავრებსა და გა...

თბილისი მსოფლიოს 7 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დასახელდა

1729762655

საზოგადოება

„დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან თოვლი, წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.  როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დასავლეთ საქართველოში მოსულმა უხვმა ნალექმა შესაძლოა, მდინარეებზე წყლის დონეე...

ააა

1729758604

საზოგადოება

თბილისში უგონო მდგომარეობაში მყოფ კაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

თბილისში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს.  ინფორმაცია ამის შესახებ, სოციალურ ქსელში გვერდი „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ აქვეყნებს...

 კაცს სასწრაფოს ექიმებმა გული აუმუშავეს

1729755303

სპორტი

„დარწმუნებული ვარ ილია კიდევ ერთ საოცარ ბრძოლას გვაჩვენებს და გაიმარჯვებს“ - ხვიჩა კვარაცხელია ილია თოფურიაზე

ილია თოფურია მაქს ჰოლოუეისთან საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლას 26 ოქტომბერს გამართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიამ გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც ილია თოფურიას წარმატებას უსუ...

ხვიჩა კვარაცხელია ილია თოფურია