სახალხო დამცველმა "ევოლუშენ ჯორჯიაში" სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

სახალხო დამცველმა "ევოლუშენ ჯორჯიაში" სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, განცხადება მათ შრომის ინსპექციის სამსახურმა გაუგზავნა, რის შემდეგაც შეისწავლეს საქმეში არსებული მასალები, მათ შორის, განმცხადებლის გამოკითხვის ოქმი, მხარეთა შორის არსებული მიმოწერა, ასევე მესამე პირისგან მიღებული ინფორმაცია.

სახალხო დამცველის დასკვნით, ადგილი ჰქონდა არასასურველ, სექსუალური ხასიათის ვერბალურ ქცევას, რომელმაც დაამცირა და შეურაცხყოფა მიაყენა დასაქმებულს.

ომბუდსმენის შეფასებით, დასაქმებულისათვის ტელეფონის ნომრის გამორთმევამ, სექსუალური შინაარსის შეურაცხმყოფელი შეტყობინების გაგზავნამ და სხვა თანამშრომელთან მისი ცხოვრების სექსუალურ ჭრილში დამამცირებელმა შეფასებამ განმცხადებელს მტრული გარემო შეუქმნა.

დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მოპასუხე მხარის არგუმენტაცია არ აღმოჩნდა საკმარისი, ამის საპირისპიროდ, მან ნაწილობრივ დაადასტურა განმცხადებლის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ევოლუშენ ჯორჯიაში განაცხადეს, რომ ინციდენტის შემდგომ დაიწყეს შიდა მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც შეხვდნენ ორივე მხარეს, მიიღეს ახსნა-განმარტებები და გამოითხოვეს ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

მათივე ინფორმაციით, განხილვისა და მხარეებთან გასაუბრების შემდგომ, კომპანია მივიდა დასკვნამდე, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები შესაძლო სექსუალური შევიწროების დასადგენად.

ომბუდსმენის აცხადებს, რომ კომპანიამ თავად შესთავაზა დასაქმებულს მიემართა შრომის ინსპექციისთვის და შესაბამისი პროცედურებიც გააცნო.

სახალხო დამცველი არ იზიარებს კომპანიის პოზიციას, რომელიც აცხადებს, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები სექსუალური შევიწროების დასადგენად და მიიჩნევს, რომ კომპანიამ ვერ უზრუნველყო დასაქმებულის უფლებების ეფექტიანი დაცვა.

ამიტომ ის ერთი მხრივ, შემავიწროებელს მოუწოდებს, სამუშაო ადგილზე თუ სხვა სფეროში, აღარასდროს აღარ განახორციელოს სექსუალური შევიწროება და არ შეუქმნას ადამიანებს შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი და მათი ღირსებისთვის შეუსაბამო გარემო, ხოლო მეორე მხრივ, შპს ევოლუშენ ჯორჯიას მიმართავს, მომავალში ეფექტიანად შეისწავლოს სავარაუდო სექსუალური შევიწროების შემთხვევები და გადადგას პროაქტიური ნაბიჯები, მათ შორის, მოამზადოს და დანერგოს სექსუალური შევიწროების შიდა პოლიტიკის დოკუმენტი და იმუშაოს თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებაზე.

სხვა სიახლეები:

🔵 სტოლტენბერგი: თუ რუსეთი იმას გაუკეთებს უკრაინას, რაც 2008–ში საქართველოს, NATO უპასუხებს

🔵 "აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილია" - თამაზ თამაზაშვილი გიორგი სანაიას მკვლელობაში შემხებლობას უარყოფს

🔵 ილია ჭიღლაძე: ორმაგად ტრაგიკულია, გიორგი სანაიას მკვლელობის შემკვეთი დღევანდელი პრემიერის ოჯახის წევრი რომ სახელდება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741605516

ახალი ამბები

11-13 მარტს ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე დაზიანებული გზის შეკეთების სამუშაოები ჩატარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზამთრის რთულმა კლიმატურმა პირობებმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ჩუმათელ...

 დაზიანებული გზა

1741604917

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი მამუკა ხაზარაძის მიერ ჯარიმის გადახდაზე: გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი

„გადახდილი თანხა ნიშნავს, რომ ბატონმა ხაზარაძემ აღიარა პირდაპირ, რომ მან ჩააგდო ანაკლიის პროექტი“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუ...

ლევან მაჭავარიანი

1741602716

ახალი ამბები

საქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსამდე დათბება - უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 11-13 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 1...

მზიანი ამინდი

1741601626

მსოფლიო

გერმანიის რკინიგზამ მატარებლების დაგვიანებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა

კონცერნმა „გერმანიის რკინიგზამ“ (Deutsche Bahn) 2024 წელს მატარებლების დაგვიანებისა და გაუქმებისთვის კომპენსაციის სახით 196,8 მლნ ევრო გადაიხადა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. ეს რეკორდული ოდენო...

„გერმანიის რკინიგზა

1741598279

ახალი ამბები

გოგა ხაინდრავა: ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი!

ოლე-ოლა მცველებო! გენაცვალოთ როთი, ანელინა ბერბოკი და კაია კალასი! - წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. „თქვენ რომ „ევროპულ" მომავალს იცავთ, ის გზა გლდანის ციხეში იწყება, ევროსკავშირის...

ააა