სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო: სახელმწიფო ქონების 2025 წლის პირველი კვარტალის პრივატიზაციის გეგმა 101%-ით შესრულდა

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, 2025 წლის პირველი კვარტალის პრივატიზაციის გეგმა 101.41%-ით შეასრულა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, აქტიური საპრივატიზებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხის მოცულობამ ჯამში 44 517 925 ლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტალის საპრივატიზებო გეგმა 43 900 000 ლარს შეადგენდა.

„საანგარიშგებო პერიოდში სააგენტომ 202 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, ხოლო აუქციონის წესით გაყიდული ქონებების ოდენობამ ჯამში 133 ობიექტი შეადგინა.

გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს მოძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისებას. პირველი კვარტალის მონაცემებით, გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 3 766 866 ლარი შეადგინა, ხოლო გამოცხადებული აუქციონების რაოდენობა 6 509-ს უტოლდება.

ყველაზე მოთხოვნად კატეგორიებს შორისაა სატრანსპორტო საშუალებები, საიუველირო ნაკეთობები, ჯართი, სამშენებლო ტექნიკა, ხელსაწყოები და მასალა, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა. პორტალზე რეგისტრაცია და ელექტრონული აუქციონის ფორმატში საკუთარი სარეალიზაციო პროდუქციის განთავსების შესაძლებლობა აქვს ყველა დაინტერესებულ პირს.

სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა უძრავ თუ მოძრავ ქონებას პროაქტიურად შესთავაზებს. გაცნობებთ, რომ პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე", - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1744570231

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია გრანტების კანონზე: მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისთვის, რომ იყოს ბერკეტები, ფილტრი, რომ აქ არ შემოვიდეს ის ბინძური ფული, ბინძური მიზნებისთვის, რომელსაც აქაური აგენტურული ქსელი წარბშეუხრელად ასრულებს

მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვისა და სუვერენიტეტისთვის, რომ იყოს მაქსიმალური შემზღუდავი ბერკეტები, მაქსიმალური ფილტრი, რათა აქ არ შემოვიდეს ის ბინძური ფული, იმ ბინძური მიზნებისთვის, რომელ...

ირაკლი კირცხალია

1744567227

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: შუა დერეფნის პროექტი არის უდიდესი ეკონომიკური პროექტი, რომლის განხორციელება საქართველოს გარეშე ფიზიკურად არ ხდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის თქმით, შუა დერეფნის პროექტი არის ის რეალური და ხელშესახები მოცემულობა, რომლის განხორციელება საქართველოს გარეშე ფიზიკურად შეუძლებელია და ასეთ დროს მე...

დავით მათიკაშვილი

1744566259

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: საქართველო აზერბაიჯანთან ერთად მთავარ როლს თამაშობს, ევროპისა და შუა აზიის დამაკავშირებელ ფუნქციას ორივე ერთად ვიტვირთავთ

„საქართველო აზერბაიჯანთან ერთად მთავარ როლს თამაშობს. ევროპისა და შუა აზიის დამაკავშირებელ ფუნქციას ორივე ერთად ვიტვირთავთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების...

ლევან მაჭავარიანი

1744564723

ახალი ამბები

„გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის გამო“ - გლდანის რაიონის გამგეობა

გლდანის რაიონის გამგეობა თბილისში, კერძოდ გლდანში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება, სადაც ე.წ. ტიტანიკის ავარიული კორპუსის ლიფტის შახტში, 12 აპრილს 13 წლის ბიჭი ჩავარდა და დაიღუპა.  „გვინდა, მწუხარ...

გლდანის რაიონის გამგეობა

1744563745

ახალი ამბები

სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: დღეს რომ ისინი ხელისუფლებაში მოუშვა, რაც მათ შეცდომად მიაჩნიათ, რომ ვიღაცები ცოცხლები გადარჩნენ, ამ თავის „შეცდომებს“ გამოასწორებენ იმით, რომ სისხლის კალოს გალეწავენ ქვეყანაში

არა ის, რომ „რომელიღაცა ძებნილი იყო და უნდა დაგვეჭირა“, „განადგურების ბრძანება გავეციო“, - ეს არის მათი ხელწერა. აქედან კარგად ჩანს, რა იყო მათი პოლიტიკა და ეს პოლიტიკა დღესაც ცოცხალია, - განაცხადა გა...

სოზარ სუბარი