სანატორიუმ „ქართლის“ მცხოვრებლები 2022 წელს ბინებს უპირობოდ მიიღებენ - ჯანდაცვის სამძიმარი და განცხადება დევნილის თვითმკვლელობის ფაქტზე

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ სუიციდის ფაქტს, სპეციალური  განცხადებით გამოეხმაურა. უწყება მწუხარებას გამოთქვამს დევნილი მამაკაცის გარდაცვალების გამო და აცხადებს, რომ სანატორიუმ „ქართლის“ მცხოვრებლები 2022 წელს ბინებს უპირობოდ მიიღებენ.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნაძალადევის რაიონში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით.
სამინისტრო თანაუგრძნობს აფხაზეთიდან იძულებით დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრებსა და ნათესავებს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა.
იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ',-ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ამავე თემაზე:

🔵52 წლის დევნილმა მამაკაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა

🔵გამოძვერი ახლა მაგ სოროდან შე კარასინის პამპერსო და გაეცი ამ ხალხს პასუხი - ნენე დალაქიშვილი აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრს მიმართავს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741808565

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „დიფ სთეითზე“: სჭირდებათ, რომ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება ჰყავდეთ - მოწმენდილ ცაზე შეუძლიათ ააყირაონ ნებისმიერი არჩევნები, ნებისმიერი ქვეყანა, თუკი ჩაიგდებენ ხელში სასამართლო ხელისუფლებას

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „დიფ სთეითს" საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება სურს. საკითხზე მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, გარკვეულ ძალებს სჭირდებათ ჰყა...

შალვა პაპუაშვილი

1741807188

საზოგადოება

პრემიერი: მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის“ დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, თუ „დიფ სთეითი“ დასუსტდება, მით უმეტეს დამარცხდება, უკეთესად წავა ევროპის საქმეც, ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანასაც

მშვიდობის დამყარება ჩვენს რეგიონში და „დიფ სთეითის“ დასუსტება პირდაპირ არის დაკავშირებული ერთმანეთთან; ზუსტად იმდენად, რამდენადაც შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დასუსტებას, იმდე...

ირაკლი კობახიძე:

1741804766

მსოფლიო

პაკისტანის არმიამ გატაცებული მატარებლიდან 300 მძევალი გაათავისუფლა

პაკისტანის არმიამ გატაცებული მატარებლიდან 300 მძევალი გაათავისუფლა. გავრცელებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს 33 შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს. დაპირისპირების შედეგად ასევე დაიღუპა 21 მშვიდობიანი მო...

პაკისტანი

1741803465

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ლორა თორნტონი ჩვენი ქვეყნის მტერია

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, სადაც რევოლუცია მომხდარა, ყველგან „ენჯეოები“ იყვნენ ამის ავანგარდში. ამასთან, მაჭავარია...

ლევან მაჭავარიანი

1741802655

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, წაიღეს ყირიმი კაცისგან სახელად ობამა, სცადეს, მთელი ტერიტორია წაეღოთ ბაიდენისგან, ვინ არის, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? - ტრამპი

გახსოვდეთ, რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, წაიღეს ყირიმი კაცისგან სახელად ობამა, სცადეს, მთელი ტერიტორია წაეღოთ ბაიდენისგან, ვინ არის, ვისგანაც რუსეთმა ვერაფერი წაიღო? – ტრამპი, – ამის შესახებ აშშ-...

დონალდ ტრამპი