პრემიერი: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორჯერ სცადა დიპლომის აღება და ორივეჯერ ვერ აიღო, ახლა ასანქცირებს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ის თავად არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი თანამდებობისთვის შეუფერებლობაში

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე ერთი რამ შემიძლია გითხრათ - მან ორჯერ სცადა დიპლომის აღება და ორივეჯერ ვერ აიღო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
მთავრობის მეთაურის თქმით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერ ტარტუში, შემდეგ კი ტორონტოში სცადა დიპლომის აღება, თუმცა ორივე მცდელობა ჩაუვარდა.
პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყნები ვერ მოქმედებენ დამოუკიდებლად და სუვერენულად და პირდაპირ უცხოურ დაკვეთას ემორჩილებიან.
„აბსოლუტურად უავტორიტეტო ადამიანები არიან ხელისუფლებებში ამ ქვეყნებში, ყველაზე შეიძლება თავი ვერ დავდოთ, მაგრამ ვისაც ვხედავთ ხოლმე, სერიოზული პრობლემაა. მაგალითად, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რასაც უნდა ტოვებდეს სუვერენული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი. გახსოვთ, ლიბერალებს რა ამბავი ჰქონდათ ატეხილი დიპლომის თემასთან დაკავშირებით. შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ისეთი პროფესია, რომ ვერ შეუთავსოს ამას უმაღლესი განათლების მიღება, აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა მთელს მსოფლიოში ეს ყველაფერი, მაგრამ ამ კონკრეტულ ადამიანზე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე ერთი რამ შემიძლია გითხრათ - მან ორჯერ სცადა დიპლომის აღება და ორივეჯერ ვერ აიღო. ორჯერ სცადა, ჯერ ტარტუში, შემდეგ ტორონტოში და ორივეჯერ ჩაუვარდა ეს მცდელობა. სად არიან ლიბერალები? რატომ არ აწუხებთ მისი უდიპლომობა, როდესაც მას არავითარი ობიექტური მიზეზი არ ჰქონდა დიპლომის არქონის. სცადა და ვერ ისწავლა. კაცმა ვერ ისწავლა, ახლა არის ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ასანქცირებს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს. ის თავად არის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი თანამდებობისთვის შეუფერებლობაში, ეს შეიძლება ითქვას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
1742228348
საზოგადოებასაქართველოს განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის განსაზღვრასთან დაკავშირ...
1742228245
მსოფლიორუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა
რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რაც ქვეყნებს შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ბრძოლების გამო დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა. რუანდის საგარეო უწყებაში განაცხადეს...
1742223782
ახალი ამბებიდაკავებულია ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.უ. განზრახ მკვლელობისა და ც...
1742222226
საზოგადოებააშშ-დან ფულადი გზავნილების სტატისტიკა ზრდის ტენდენციით ხასიათდება
2025 წლის თებერვლის თვეში აშშ-დან ფულადი გზავნილები წლიურ ჭრილში 13.9%-ით გაიზარდა და 47.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული ფულადი გზავ...
1742220580
ახალი ამბებიიურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილება განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებას, თანამდევ კანონპროექტებთან ერთად. კანონპროექტის თანახმად, „იარაღის შესახებ“ კანონით გათვალისწ...