საპატრიარქო: ინფორმაცია, თითქოს ერთაწმინდის ტაძარი, სასულიერო პირებმა განგებ დააზიანეს, ღუმელი დადგეს და მილი სარკმლიდან გაიყვანეს – სიმართლეს არ შეესაბამება

„ინფორმაცია, თითქოს ერთაწმინდის ტაძარი, სასულიერო პირებმა განგებ დააზიანეს, ღუმელი დადგეს და მილი სარკმლიდან გაიყვანეს – სიმართლეს არ შეესაბამება“, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გავრცელებული ფოტომასალა გადაღებულია ტაძრის რესტავრაციამდე.

"რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო. მასზე ასახული იყო ერთაწმინდის ტაძარი, რომელიც სასულიერო პირებმა თითქოს განგებ დააზიანეს, ღუმელი დადგეს და მილი სარკმლიდან გაიყვანეს.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ფოტომასალა ძველია. ფოტო გადაღებულია ტაძრის რესტავრაციამდე.

აქვე დავძენთ, რომ ერთაწმინდის ტაძარს დაახლოებით ათ წელზე მეტია, სრულფასოვანი რესტავრაცია ჩაუტარდა და მას შემდეგ არავითარი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით, საზოგადოებაში მსგავსი ცრუ ბრალდება და ცილისმწამებლური განცხადებები ვრცელდება.

თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ფოტომასალას. პირველ ორზე ასახულია სოციალურ ქსელში გავრცელებული ერთაწმინდის ტაძრის ძველი, რესტავრაციამდე მდგომარეობა, დანარჩენზე კი – ტაძრის ამჟამინდელი რეალური იერსახე", აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები:

🔲 მსახიობი ნინო თუთბერიძე გარდაიცვალა

🔲 "ბათუმ-თელავ-ანაკლია-სიღნაღი და სხვა ქალაქები ასე რომ მეამაყება მიშას დამსახურებაა და შემახსენეთ არგუმენტები - თქვენ რატომ უნდა გცემდეთ პატივს?" - გურამ შეროზია "ოცნებას"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740940730

მსოფლიო

მარკო რუბიო - პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან

ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც...

 მარკო რუბიო

1740940672

სპორტი

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები 43:5 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალის საგზურის გარდა, სა...

რაგბი რაგბი

1740940602

მსოფლიო

კირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...

კირ სტარმერი

1740936429

საზოგადოება

პატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ

„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...

პატრიარქი:

1740933056

მსოფლიო

სენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან

რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...

სენატორი ლინდსი გრემი