საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გაუარესების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, მთავრობამ არსებული რეგულაციების დაცვის კონტროლი უნდა გააძლიეროს.
"ახალი შემთხვევების ზრდა სახეზეა. ასეთი კატასტროფულად მაღალი შემთხვევებისთვის, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ვინარჩუნებთ გარდაცვალების ძალიან დაბალ პროცენტს, თუმცა ეს დაბალი პროცენტი აბსოლუტურ რიცხვებში გამოხატული, მაინც დიდია. დღეს საქართველოს მოსახლეობა აკეთებს ყველაფერს, რომ პანდემია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მეხუთე ტალღა იყოს უფრო მძიმე, ვიდრე მეოთხე ტალღა იყო. კატეგორიული უარი გვაქვს ვაქცინაციაზე. დღეში მხოლოდ 4-5 ათასი ვაქცინა ტარდება და ეს არის მიზერული რიცხვი. მეორე მხრივ უარია პირბადის ტარებაზე. 45 %-ია პირბადის გამოყენების მაჩვენებელი საქართველოში. მიმაჩნია, რომ მთავრობა უნდა წავიდეს არა შეზღუდვებზე, არამედ - არსებული რეგულაციების კონტროლის გაძლიერებაზე", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 თუ საჭირო გახდა, სააკაშვილი მაღალი კლასის საავადმყოფოში უნდა გადაიყვანონ - ნიკოლოზ ყიფშიძე
🔴 როგორ დაცვას იძლევა ესა თუ ის ვაქცინა - ზაზა წერეთელი საზოგადოებას სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს
🔴 ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს იმისთვის, რომ დამატებითი შეზღუდვები დაწესდეს - ეკატერინე ტიკარაძე
1741254513
მსოფლიოირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს
ირლანდიის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, საზღვარგარეთ მყოფი ირლანდიელი ოფიციალური პირების დასაცავად სპეცრაზმი გააგზავნოს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივ...
1741253103
მსოფლიოილონ მასკი - სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშვება, დიდი მასშტაბის თაღლითობის საშუალებას იძლევა, რომლის თვალყურის დევნება ძალიან რთულია
ილონ მასკი მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას მასშტაბურ თაღლითობას უკავშირებს. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების დაშ...
1741252033
ახალი ამბებიშსს - გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით დაკავებულია, 1977 წელს დაბადებ...
1741250527
ახალი ამბებისაქსტატი - 2024 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით, 62 მილიარდ ლარამდე გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობა 10.0 პროცენტით გაიზარდა და 62.0 მილიარდი ლარი შეად...
1741248563
მსოფლიოქალაქ არნემის ისტორიულ ცენტრში მასშტაბური ხანძარია
ნიდერლანდების ქალაქ არნემში, ისტორიული ცენტრის ერთ-ერთ შენობაში ღამით ხანძარი გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მე-18 და მე-19 საუკუნეების ათობით სახლს მოედო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. ხანძარი...