საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება

 საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. აღნიშნულის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

„პარტიის პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე წარმოგიდგენთ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას. მას საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. წლების მანძილზე, როგორც წარმატებული სპორტსმენი საქართველოს ღირსებას იცავდა. ის იყო საქართველოს საფეხბურთო ნაკრების სტაჟიანი წევრი. ის არის რამდენიმე ქვეყნის, მრავალგზის ჩემპიონი.

პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდეც მიხეილ ყაველაშვილი ყოველთვის გამოხატავდა თავის პრინციპულ პოზიციას ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე. უკანასკნელი 8 წლის მანძილზე მიხეილ ყაველაშვილი ეწეოდა წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას, ის იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, მან განსაკუთრებით უდიდესი წვლილი შეიტანა ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში.

პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომელიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის თავისი ბუნებით, გნებავთ ჰაბიტუსითაც,  ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერებაა.  ის არის შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გუნდმა მიიღო ერთსულოვანი გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე მიხეილ ყაველაშვილის წარდგენასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას.

29 დეკემბერს შედგება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ამ დღიდან წარსულს ჩაბარდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის ღალატისა და კონსტიტუციის სისტემატური დარღვევის უხეში პრაქტიკა, რომელმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს უდიდესი ზიანი მიაყენა.

ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ ყაველაშვილი იდგება არა უცხოური ძალის, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის სამსახურში. მიხეილ ყაველაშვილი თავის წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და წარმატებაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერსაა ჩანიშნული, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს. პრეზიდენტს წელს პირველად არაპირდაპირი წესით, 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732719780

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს

2024 წელს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ახალი წესით ჩატარდება. ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს, სადაც არჩევნებთან  დაკავშირებული ვადები, წესები და პრო...

ცესკო

1732705638

მსოფლიო

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისძვრა იყო

 თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბითლისთან მიწისძვრა იყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ბიძგები თურქეთის დროით დილის 05:50 საათზე დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 4.3 მაგნიტუდა...

ააა

1732704583

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 ხვალ, 28 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, აბელ ენუქიძის N15-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები...

წყალი შეწყდება

1732701337

საზოგადოება

თბილისის მერიამ ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

 მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, თბილისის მერიის ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამა განხორციელდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობ...

თბილისის მერია

1732701226

საზოგადოება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

 დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები მიმდინარე წლის 13 დეკემბერს დაიწყება და 26 დღის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღ...

დედაქალაქი