ცესკოს თავმჯდომარემ ამერიკის საელჩოსა და USAID-ის წარმომადგენლებთან მიმდინარე საარჩევნო საკითხებზე იმსჯელა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას, რომელიც ცესკოში გაიმართა ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების უფროსის მოადგილე კეისი ჯონსი, USAID-ის არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების საკითხებში უფროსი მრჩეველი ჯეფრი ვანესი და ამავე ორგანიზაციის პროექტების მენეჯერი ხათუნა კუნჭულია ესწრებოდნენ.

26 ოქტომბრის არჩევნები და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, ინსტიტუციის მიმართ გამოთქმული ბრალდებები და დეზინფორმაციული კამპანია, 14 დეკემბერს დაგეგმილი პრეზიდენტის არჩევნები, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებები საარჩევნო ადმინისტრაციასთან მიმართებით - ამ და სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის სამომავლო გეგმების შესახებ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია გიორგი კალანდარიშვილმა თავად მიაწოდა.

„დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან. მათ მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდე და მოვისმინე მათი მოსაზრებები 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. ინსტიტუცია მუდმივად ეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და მიგნებებს, რასაც შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში მუდმივად ითვალისწინებს, რაც შემდგომ დადებითად აისახება საარჩევნო პროცესებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში, ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში და არა მხოლოდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აქტიურად იყვნენ ჩართულები, რისთვისაც კიდევ ერთხელ გადავუხადე მადლობა. ვიმედოვნებ, თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ ორგანიზაციებს შორის არსებობს, კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ, ამერიკის საელჩოსა და USAID-ის მისიის წარმომადგენლებმა გიორგი კალანდარიშვილს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. მათი შეფასებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიური ინტერვენციის პროცესი, ასევე ამომრჩეველთა ინფორმირება წარმატებით განახორციელა.

შეხვედრა 27 ნოემბერს გაიმართა და მას ადმინისტრაციის მხრიდან ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1732719780

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს

2024 წელს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ახალი წესით ჩატარდება. ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს, სადაც არჩევნებთან  დაკავშირებული ვადები, წესები და პრო...

ცესკო

1732704583

საზოგადოება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 ხვალ, 28 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, აბელ ენუქიძის N15-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები...

წყალი შეწყდება

1732701337

საზოგადოება

თბილისის მერიამ ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

 მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, თბილისის მერიის ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამა განხორციელდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობ...

თბილისის მერია

1732701226

საზოგადოება

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

 დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები მიმდინარე წლის 13 დეკემბერს დაიწყება და 26 დღის განმავლობაში გაგრძელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღ...

დედაქალაქი

1732700431

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება

 საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. აღნიშნულის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. „პარტიის...

მიხეილ ყაველაშვილი