თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები მიმდინარე წლის 13 დეკემბერს დაიწყება და 26 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსდება ყინულის მოედანი, რომელიც წინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება.
„საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით არის დაგეგმილი. გასულ წლებთან შედარებით, საახალწლო ღონისძიებები წელს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება, რადგან ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღს დაემატება იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული საციგურაო მოედანი, რომელიც წინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება. 26 დღის განმავლობაში მრავალფეროვანი გასართობი, სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას ვგეგმავთ. დედაქალაქის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის მოწყობილი საახალწლო სივრცეები საინტერესო წარმოდგენა-პერფორმანსებით, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობით და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით დაიტვირთება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, კახა კალაძემ „საშობაო სოფლის“, ქუჩების, სკვერებისა და სხვადასხვა არეალის მორთვის პროცესში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ჩვენ დავამკვიდრეთ „საშობაო სოფლის“, ასევე, ქუჩების, სკვერების მორთვის ტრადიცია. ამ ყველაფერში ყოველ წელს ერთვება ბიზნესსექტორი. მადლობა მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან ყოველთვის იღებენ ქალაქის მორთულობაში მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, წელსაც ბიზნესსექტორისგან დიდი დაინტერესება იქნება და ერთად გავალამაზებთ ჩვენს დედაქალაქს. მინდა, ამჯერადაც მოვუწოდო მათ აქტიურობისკენ. მზად ვართ, გამოვუყოთ შესაბამისი სივრცეები, მათ კი შეუძლიათ, ერთგვარი პიარკამპანია ჩაატარონ. ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
1732719780
საზოგადოებასაარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს
2024 წელს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ახალი წესით ჩატარდება. ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს, სადაც არჩევნებთან დაკავშირებული ვადები, წესები და პრო...
1732705638
მსოფლიოთურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისძვრა იყო
თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ ბითლისთან მიწისძვრა იყო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, ბიძგები თურქეთის დროით დილის 05:50 საათზე დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 4.3 მაგნიტუდა...
1732704583
საზოგადოება„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 28 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამგორის რაიონში, აბელ ენუქიძის N15-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები...
1732701337
საზოგადოებათბილისის მერიამ ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით, თბილისის მერიის ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამა განხორციელდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობ...
1732700431
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. აღნიშნულის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა. „პარტიის...