შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნით, შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს.
კომიტეტის დასკვნა 14-18 თებერვლის კვირაში პლენარულ სხდომას წარედგინება. კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ გასულ წელს, საშემოდგომო სესიაზე 15 პლენარული სხდომა ჩატარდა და შალვა ნათელაშვილმა 15-ვე სხდომა გააცდინა.
ქადაგიშვილი განმარტავს, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, თუ დეპუტატი სხდომების ნახევარზე მეტს არ ესწრება, მას სადეპუტატო უფლებამოსილება უწყდება.
დეპუტატი აცხადებს, რომ შალვა ნათელაშვილის მხრიდან სხდომების გაცდენის მიზეზის თაობაზე ოფიციალური მიმართვა არ ყოფილა.
„კომიტეტს ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე ადრე შეუწყვიტოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
კომიტეტის სხდომას არ ესწრება შალვა ნათელაშვილი და არც მისი წარმომადგენელი.
ამასთან, კომიტეტის სხდომაზე მხარი დაუჭირეს კახა კუჭავასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. ამ წუთებში, ბადრი ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობენ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵უკრაინაში 29 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
🔵ამ სამის გარდა, მიშას ციხეში ჯდომა არავისი ბრალი არაა - გია ნოდია
1737312539
ახალი ამბებიავარია ჩოხატაურში - დაიღუპა 1 ადამიანი
ოზურგეთი ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულია ჩოხატაურელი ექიმი....
1737309779
სპორტი„ვიბრძოდით, გვინდოდა გამარჯვება, ვიმუშავებთ, რომ გულშემატკივრები გავახაროთ“ - გიორგი მიქაუტაძე
„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ტულუზთან“ მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პასი და ბოლო დარტყმა დააკლდათ, რათა გოლი გაეტანათ. „ვიბრძოდით, განსხვავებული სახე გა...
1737306000
მსოფლიოისრაელის ელჩი: ემოციური და ძალის მომცემი დღეა, არ გავჩერდებით და არ დავნებდებით, ვიდრე ყველა არ დაბრუნდება
საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი „ჰამასის“ მიერ სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლებას ეხმაურება. „რომი, ემილი, დორონ, კეთილი იყოს თქვენი სახლში დაბრუნება. რამდენი ხანი ველოდით და ვლოცულობდით ა...
1737304286
მსოფლიოილონ მასკი: ბრიტანული მართლმსაჯულება მოშლილია
„ბრიტანული მართლმსაჯულება მოშლილია“, - წერს კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში დ...
1737302256
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აქვეყნებს. „საქართველოს პ...