„ძალიან რთული პროცესები იწყება, მსოფლიოს დღის წესრიგის ჩამოყალიბება ხდება 2025 წელს“ - ლევან მაჭავარიანი
„უკრაინაში ომი არის დასასრულებელი, ძალიან საინტერესოა, როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება ამერიკასა და რუსეთს შორის და ამერიკას და ჩინეთს შორის. ევროკავშირს და ამერიკას შორის რომ ცოტა დაიძაბა ურთიერთობა, ამას ყველა კარგად ვხედავთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან რთული პროცესები იწყება, მსოფლიოს დღის წესრიგის ჩამოყალიბება ხდება 2025 წელს.
„ბატონი ილონ მასკი ერთ-ერთი დასაყრდენია ტრამპის ადმინისტრაციაში და იგი რასაც საუბრობს და ტვიტავს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპთან ეს ყველაფერი არ ჰქონდეს გავლილი და შეთანხმებული. პირდაპირ ადანაშაულებს დასავლეთ ევროპას დემოკრატიის უკუსვლაში, რაშიც ჩვენ გვადანაშაულებდნენ ამდენი ხანი აბსოლუტურად უაპელაციოდ.
შემდეგ იქ ევროპელი ლიდერები გამოვიდნენ და თქვეს, ბატონი მასკი საფრთხეა ევროპული დემოკრატიისთვისო, რასაც პირდაპირ უპასუხა, რომ მე კი არ ვარ საფრთხე, ბატონი ჯორჯ სოროსი არის საფრთხე ევროპული დემოკრატიისთვისო. შემდეგ ეს უკვე დაადასტურა იტალიის პრემიერ-მინისტრმა და ა.შ.
ასევე ბატონი ტრამპი იმასთან დაკავშირებითაც საუბრობს, რომ ნატოში, როდესაც ევროკავშირის ქვეყნები იხდიან თავიანთი ეკონომიკის 2% იმისთვის, რომ ნატოს წევრები იყვნენ, გაუძვირებს და მინიმუმ 5%-ზე არის საუბარი, შესაბამისად ამ მოვლენების განვითარებასაც უნდა ველოდოთ.
ძალიან რთული პროცესები იწყება, მსოფლიოს დღის წესრიგის ჩამოყალიბება ხდება 2025 წელს, ასეთი რთული წელი ჩემი აზრით, მეორე მსოფლიო ომის მერე არ ყოფილა. ძალიან ბევრი კონტური გამოიკვეთება უკვე წლის დასაწყისშივე“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
1737355132
მსოფლიოილონ მასკი: როგორც რამდენიმე წლის წინ ვთქვი, ბაიდენი მთავარი პირი არ ყოფილა, მთავარი იყო ის, ვინც მის სუფლიორს აკონტროლებდა
„როგორც რამდენიმე წლის წინ ვთქვი, ბაიდენი მთავარი პირი არ ყოფილა. მთავარი იყო ის, ვინც მის სუფლიორს აკონტროლებდა“, - ასე ეხმაურება ილონ მასკი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ინტერვიუს, რომე...
1737353168
საზოგადოება20 იანვრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
20 იანვარს, საქართველოს მასშტაბით, უმეტესად თოვა და ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, -7 გრადუსი გუდაურშია მოსალოდნელი. ამინდის პროგნოზი ქალაქების მი...
1737351831
მსოფლიოისრაელმა ციხიდან 90 პალესტინელი პატიმარი გაუშვა
მას შემდეგ, რაც ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებიდან რამდენიმე საათში „ჰამასმა“ სამი მძევალი გაათავისუფლა, ისრაელმა ციხიდან 90 პალესტინელი პატიმარი გამოუშვა. არსებული ცნობით, გათ...
1737319754
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა ავტომატურად გამოიწვევს ურთიერთობების გადატვირთვას ევროკავშირთან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა ავტომატურად გამოიწვევს ურთიერთობის გადატვირთვას ევროკავშირთან. მი...
1737318372
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: დონალდ ტრამპს აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სიტყვებით ლანძღავდა ოპოზიციის ნაწილი და როგორ ეძახდნენ მას რუსეთის აგენტს
„დონალდ ტრამპს აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი სიტყვებით ლანძღავდა რადიკალური ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი ბოლო 4 წლის განმავლობაში, როგორ ეძახდნენ მას რუსეთის აგენტს და.ა.შ.“, - ამის...