"შიმშილს იწყებენ პრეზიდენტის ინიციატივის პარალელურად, რაც ზეწოლაა პრეზიდენტზეც და საზოგადოებაზეც, ჯერ შავი სიები გამოფინონ, 9 წლის მანძილზე რომ ადგენენ"- ამირან სალუქვაძე

თადარიგის გენერალი, პოლიტიკის ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ საყოველთაო შიმშილობის გამოცხადებას სოციალურ ქსელ ფეისბუკში ეხმაურება.

"რაც გავრცელდა 2 საათის წინ, ყველამ იშიმშილეთ, თუ არა და დაფინანსებას შეგიწყვეტთო, მართალი ყოფილა.

მასობრივი შიმშილი გამოაცხადეს.

შიმშილს იწყებენ პრეზიდენტის ინიციატივის პარალელურად, რაც ზეწოლაა პრეზიდენტზეც და საზოგადოებაზეც.

თან იმუქრებიან, სამჯერ ახსენეს შესაძლო სისხლის ღვრა და დაპირისპირება.

ანუ, საუბარი რაზეა: 7 ნოემბერი, იმედი, ბოტოქსები და ოქროს სამკაულები, გირგვლიანი, გელაშვილი, მოლაშვილი და სხვები არ ყოფილა.

სამართლებრივი გზების, აქ თუ სტრასბურგში, ნაცვლად - ყველაფრის უარყოფა და საზოგადოების აზრზე ზეწოლის მცდელობაა, რასაც ახლა იწყებენ.

კიდევ იტყვით, რომ ამათ ხელისუფლება აცოცხლებთ?

ან ფიქრობთ, რომ ამათთან დიალოგი და ნორმალური თანაცხოვრება შესაძლებელია?

ჯერ შავი სიები გამოფინონ, 9 წლის მანძილზე რომ ადგენენ.

პროტესტის უკიდურესი ფორმა კი არა, სააკაშვილის ბრძანებას ასრულებთ.

ჰო, შიმშილობის თემა ახლახან გავიარეთ.

მეორედ სრული იგნორირება.

თქვენი უფლებაა, იშიმშილეთ.

მეუფე ნიკოლოზს დაუძახეთ და შიმშილობის მერე მასობრივად შეგინდობთ და გაზიარებთ", - წერს სალუქვაძე.

21 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე გამართულ ნაცმოძრაობის აქციაზე, პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა იწყება.

სხვა სიახლეები:

🔲 კარვები გაშალეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან, სადაც მასობრივი შიმშილობის დაწყებას გეგმავენ

🔲 სოხუმში მთავრობის სახლზე შტურმი მიიტანეს - ადგილზე ისმოდა სროლის ხმაც (ვიდეო)

🔲 "აცრა ნუ გაგათამამებთ" - ბუსტერ დოზით აცრილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი გია კუპარაძე გარდაიცვალა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740982120

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...

ირაკლი კობახიძე

1740981935

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება

ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...

საფრანგეთს პრეზიდენტი

1740979239

ახალი ამბები

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...

საქართველოს პარლამენტი

1740978318

ახალი ამბები

გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში, საავტომობილო გზების თოვლისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

 გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. ყველა რთულ მონაკვეთზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო, მძიმე ტექნიკა ინტენსიურ რეჟიმში მუ...

თოვლის საფარი

1740948853

საზოგადოება

საქართველოში 3 მარტს დედის დღე აღინიშნება

საქართველოში 3 მარტს დედის დღეს აღნიშნავენ, ის ოფიციალურ დღესასწაულად ითვლება და სახელმწიფო დაწესებულებებისთვის დასვენების დღეა. 3 მარტს დედის დღის აღნიშვნის ინიციატივა, საქართველოს პირველ პრეზიდენტს...

დედის დღე