შუქი 600 ლარი მომივიდა, გაზი 500... ამ ქვეყანაში გაუსაძლისია ცხოვრება… მალე აღარავინ დარჩება, მონების გარდა - მამა პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი წერს, რომ ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომელსაც მაღალი კომუნალური გადასახადები მოუვიდა. ის თბილისის მერს, კახა კალაძეს მიმართავს.

„კალაძის მისამართი მინდა, გამიგია, ძალიან ქველმოქმედიაო…

ჰოდა, საკუთარ თავზე გამოვცდი…

მინდა გავუგზავნო ჩემი მიმდინარე თვის კომუნალურის ქვითრები… წყალს და დასუფთავებას გადავიხდი, შუქი 600 ლარი მომივიდა, გაზი 500, რომ არ ეგონოს, ვაჭარბებ, ქვითრებს დახედოს…

ვწუხვარ, მაგრამ ტაძარში ჯვრისწერები და ნათლობები თითქმის არ ტარდება, ისედაც მარხვაა, მარხვის მერე, კიდევ დიდხანს არ იქნება ჯვრისწერა და მერე ისევ სააღდგომო მარხვა იწყება… ამიტომ, ეს მხარე დახურულია…

შვიდი შვილის რჩენა და ზედ დამატებული გადასახადები ამ ქვეყანაში არ არის მარტივი…

სხვისას არ ვითხოვ, დამასაქმეთ და გადამიხადეთ… ნიჭიც მაქვს, გონებაც და ინტელექტიც… სხვა თუ არაფერი, საკუთარ ბიოგრაფიას დავწერ უშეცდომოდ და კიდევ ბევრ რამეს დავწერ…

ჰოდა, კალაძესთან მიშუამდგომლეთ?!“,-წერს, მამა პეტრე კოლხი.

მისივე თქმით, საქართველოში ცხოვრება გაუსაძლისია და მალე არავინ დარჩება, მონების გარდა.

„არ მაინტერესებს ვისი ცოლი სად ისვენებს, ვის რა აცვია, ვინ რას ჭამს, ისე შეგერგოთ, როგორც იმსახურებთ… უბრალოდ, ხალხს ხელფასით რასაც უხდით, იმას ნუ ართმევთ უკან კომუნალურების ქვითრის სახით…

აქ არ არის საუბარი პოლიტიკურ გემოვნებაზე…

ამ ქვეყანაში გაუსაძლისია ცხოვრება… მალე აღარავინ დარჩება, მონების გარდა….

სულ არ მინდა სადმე გადავიხვეწო… იმის გამო, რომ კომუნალურები  ვიხადო, არ ვაპირებ ევროპაში წასვლას. ის წაბრძანდეს, ვინც ხალხი 30 წლით უკან დააბრუნა…

ჩვენი მოსახლეობა ყველაფრის ღირსია, მთავარია თავად არ შესცივდეს, თავად არ მოშივდეს, სხვაზე ფიქრი რა საჭიროა?!

არაუშავს, ყველას კარგს მიადგება სამართლიანობა, ვინც უსამართლობას ხოტბას ასხამს…

ამ ქვეყანაში არც მრავალშვილიანობა, არც ღირსება, არც ინტელექტი, არც პატიოსნება არ ფასდება… უნდა იყო ყურმოჭრილი მონა და მერე იქნებ ლუკმა გადმოგიგდონ…

მირჩევნია მშიერი მოვკვდე, ვიდრე ბელადებს გუნდრუკი ვუკმიო…

როგორ არ გეშინიათ ამდენი უსინდისობის…

ადამიანების გამწარება არავის შერჩება!“,-დაწერა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, პეტრე კოლხმა.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵თემურ წიკლაურის საფლავზე მისი ქანდაკება დააზიანეს (ფოტო)

🔵ჩამოყალიბდით, სააკაშვილი ეკონომიკის განვითარების პროგრამას წერს თუ კვდება? - ბაია პატარაია

🔵სოფლელი რძალი გავაგდე სახლიდან, ცილი დავწამე მას ჩემი ვაჟის წინაშე, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738313901

საქართველო

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყანა არ არის გონჩარენკოს და გონჩარენკოების დასასჯელი, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ასამბლეის საქმიანობაში

„როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი სახე არის გონჩარენკო, აბსოლუტურად ლოგიკურია ის შეუსაბამობები, რასაც ვხედავთ ჩვენ ზოგადად ასამბლეის საქმიანობაში და კონკრეტულად მის რეზოლუციებში“...

ირაკლი კობახიძე

1738312744

საქართველო

როგორ ამინდს პროგნოზირებენ უახლოეს დღეებში საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისსა და რეგიონებში 1-3 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმე...

ზოგადი

1738311442

საზოგადოება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Connect 2025-ში მიიღებს მონაწილეობას

3-5 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 გაიმართება. რიგით 21-ე ფორუმში 62 ქვეყნიდან 90-მდე ავიაკომპანიის და190-მდე აეროპორტის 820 დელეგატი მიიღებს...

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

1738311026

მსოფლიო

პიტერ სიარტო: პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიარტო წერს, რომ პატრიოტიზმი მთელ მსოფლიოში ძლიერდება, ხოლო სუვერენიტეტის პატივისცემა მეინსტრიმად იქცა. „მიუხედავად იმისა, რომ ლიბერალური მეინსტრიმი ჯერ ისევ უა...

პიტერ სიარტო

1738310756

ახალი ამბები

საქსტატი: 2024 წელს ქვეყნის ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

საქართველოში 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.7 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის...

საქსტატი