შვილის სიკვდილს უმალავდნენ… შეიკრიბა სამეზობლო და ბჭობდნენ, როგორ უნდა ეთქვათ, ეს შემზარავი ამბავი… - პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი, სოციალურ ქსლში, ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„შვილის სიკვდილს უმალავდნენ…

შეიკრიბა სამეზობლო და ბჭობდნენ, როგორ უნდა ეთქვათ, ეს შემზარავი ამბავი…  შორიდან ყური მოკრა ჩოჩქოლს, არ გამორჩენია ზედმეტი მოძრაობები, დაძაბული საუბრები. გულმა არ მოუთმინა, ნახევრად წაქცეული ხის კარი შეაღო და მეზობლის სახლისკენ ნერვიული ნაბიჯებით გაეშურა… გრძნობდა, რომ რაღაც რიგზე  ვერ იყო… გულში იმას ნატრობდა, ნეტავ სიკვდილი აცდეს ამ საახალწლოდ ყველას ოჯახს, დანარჩენს რამენაირად გავუძლებთო…

შორიდან შეამჩნიეს თუ არა, შეძლებისდაგვარად გაჩუმდნენ. შეიძლება პირი მოკუმო, მაგრამ ემოციას,  ცრემლებში ჩამხრჩვალ თვალებს ვერ დამალავ, თავისით ყვება სათქმელს…

ყველაფერს წარმოიდგენდა, ყველაფერს გაიკარებდა გულთან ახლოს, მაგრამ მისი პირველი შვილის სიკვდილის ამბავს თუ მეზობლის სახლში მოისმენდა, ვერასდროს წარმოიდგენდა…

არადა, დარწმუნებული იყო, რომ საახალწლოდ მისი მონატრებული ვაჟი კარს შემოაღებდა და ძველებური შეძახილებით ააწრიალებდა ოჯახს…

ათამდე მამაკაცი იჭერდა, ძლივს ერეოდნენ, რომ ცხელ გულზე რამე უბედურება არ ჩაედინა… საკუთარ თავს დიდად ვერც იდარდებდა, სახლში ცოლი ელოდა, რომელიც დილიდან შეშინებული უმეორებდა ქმარს, ცალი თვალი ისე ცუდად მითამაშებს, რამე ცუდი არ მოხდესო… ჰოდა, ცა ჩამოექცათ… როგორ უნდა მიეტანა ოჯახში ამბავი, რომ დასრულდა მათთვის სამუდამოდ საახალწლო ზეიმები…

ქალმა შეიძლება ბევრი იტიროს და არც გაგიკვირდეს, კაცის უხერხული, მაგრამ ერთი ტკივილიანი ამოძახილი მტერიც რომ იყო, გულს გაგიხეთქავს…

მესამე დღეს ჩამოასვენეს…

სამი ღამე მშობლებთან ერთად არც ნათესავებს ეძინათ, არც მეზობლებს…

შობამდე სამი დღით ადრე უკანასკნელად ,,ესტუმრა” ოჯახს უფროსი შვილი…

დილის ექვსი საათი იყო, მთელი უბანი მოთქვამდა…

მაშინ ახალგაზრდები ასე ადვილად არ კვდებოდნენ და ეს ერთი ოჯახის არა, მთელი ქალაქის ტრაგედია იყო…

არ მოიძებნენოდა სიტყვა, რომელიც ვინმეს ნუგეშს მოუტანდა…

მიცვალებულის მამას მეზობლები მეოთხე  ღამეს ძილს და დასვენებას აძალებდნენ…

ცოტა ძალა უნდა მოიკრიბო, სახლში შვილი ბოლოჯერ გეწვია და უკანასკნელ გზაზე ღირსეულად გავაცილოთო…

თითქოს დაიჯერა და საძინებელში შეაცილეს…

ჰო, დაისვენა… მეორე დილით აღვიძებდნენ, მაგრამ ისე ღრმად ჩასძინებია, მისი პირველი  ვაჟის სტუმრობამაც  ვერ გამოაღვიძა…“,-წერს, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, მამა პეტრ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵იტალიელმა ეპისკოპოსმა ბავშვებს უთხრა, რომ სანტა არ არსებობს

🔵უმაღლეს დონეზე შემიძლია ემოციების კონტროლი - თაკო ჩარკვიანი

🔵სალომე ზურაბიშვილს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზის განმუხტვაში მართლაც შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება - რომან გოცირიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740986829

მსოფლიო

CNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...

ტრამპი და პუტინი

1740983813

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.  3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...

საქართველოს რკინიგზა

1740982120

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...

ირაკლი კობახიძე

1740981935

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება

ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...

საფრანგეთს პრეზიდენტი

1740979239

ახალი ამბები

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...

საქართველოს პარლამენტი