"სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას" - იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

"სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას და 24 ნოემბრისთვის მივაწვდით სტრასბურგის სასამართლოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უწყებაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე  განაცხადა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ევროსასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციური დაწესებულებაში არსებული მაღალი სტანდარტები.

"სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი მოთხოვნით: დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან სადაც, მომჩივანი მხარის განმარტებით, არ არის სათანადოდ დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციური დაწესებულებაში არსებული მაღალი სტანდარტები. სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას და 24 ნოემბრისთვის მივაწვდით სტრასბურგის სასამართლოს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 42 დღეა შიმშილობს.

ამავე თემაზე:

🔲 "სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736523191

მსოფლიო

BBC - ლოს-ანჯელესში 180 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გაიცა

ლოს-ანჯელესში 180 000-მდე ადამიანისევაკუაციის ბრძანება გაცემულია. ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ხანძარი მძვინვარებს, - აღნიშნულის შესახებ BBC-ი იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით, ლოს-ანჯელესში ხანძრის...

ხანძარი

1736520887

მსოფლიო

სლოვაკეთის პრემიერის თქმით, პუტინთან შეხვედრისას რუსეთიდან გაზის მიწოდების საკითხი განიხილა - Reuters

 სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს, განიხილა „გაზპრომთან“ კონტრაქტი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფ...

პუტინი

1736517597

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ

აშშ-ში მფრინავი იდუმალი უპილოტო აპარატების შესახებ ინფორმაციას თეთრ სახლში შესვლიდან ერთ დღეში გამოვაქვეყნებ, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. „სასაცილოა, რომ ისინი...

ტრამპი

1736516080

მსოფლიო

რუსეთში იერიში მიიტანეს საწყობზე, რომელშიც სადაზვერვო დრონები და საბრძოლო მასალები ინახებოდა - უკრაინული მედია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 10 იანვრის ღამეს, დრონებითა და „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანეს რუსეთში, როსტოვის ოლქის სოფელ ჩალტირის სიახლოვეს მდებარე საწყობს, რომელშიც საბრძოლო მასალები...

რუსეთში იერიში მიიტანეს საწყობზე

1736514667

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8310 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8367 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი