ცესკო: გიორგი კალანდარიშვილს ალექსანდრ მალკევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვს, მას არასოდეს უსწავლია რუსეთში და ამასთანავე არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში

„გვინდა გამოვეხმაუროთ იმ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ინტენსიურად მიმდინარეობს მედიასა და სოციალური ქსელებში. დაინტერესებული მხარეები გამოგონილი ბრალდებებით მიუთითებენ საარჩევნო ადმინისტრაციის და უშუალოდ მისი თავმჯდომარის კავშირებზე რუსეთთან“, - ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

როგორც ცესკოში აღნიშნეს, ონლაინ სივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და რუსულ კომპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის ფალსიფიცირებული.

„გვინდა კატეგორიულად განვაცხადოთ, რომ ონლაინ სივრცეში გავრცელებული ხელშეკრულების ფოტოები, რომელიც თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციასა და რუსულ კომპანიას შორის თანამშრომლობას ასახავს, არის ფალსიფიცირებული და ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასეთი დოკუმენტი არ არსებობს - საარჩევნო ადმინისტრაციას აღნიშნულ კომპანიასთან და მათ შორის არცერთ სხვა კომპანიასთან ხელშეკრულებაში მითითებულ შესყიდვის საგანთან დაკავშირებით არასოდეს უთანამშრომლია.

მეორე საკითხი რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენლის ალექსანდრ მალკევიჩის აკრედიტაციას შეეხება. დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარჩევნო ადმინისტრაციამ აღნიშნული პირის აკრედიტაციით კანონი დაარღვია და ამის საფუძველი ცესკოს თავმჯდომარის ჟურნალისტთან პირადი ნაცნობობა იყო.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული და ცესკოს არ აქვს წვდომა ამ თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე და ეს არ განეკუთვნება მისი უფლებამოსილების ფარგლებს.

მანიპულაციურად არის წარმოჩენილი ამასთანავე ის ფაქტი, რომ თითქოს აღნიშნული პირის მიერ აკრედიტაციისთვის მომართვა პირადად ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელდა და თითქოს ეს წარმოადგენს მთავარ მტკიცებულებას იმისა, რომ მათ შორის კავშირები არსებობს, მაშინ როდესაც კორესპონდენციის წარმოების პროცესში მინიმალურ სტანდარტს წარმოადგენს, რომ მიმართვა ინსტიტუციის ხელმძღვანელის სახელზე კეთდება და ამითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ხორციელდება.

ნებისმიერი ადგილობრივი თუ უცხოური მედიის წარმომადგენელი აკრედიტაციას გადის მარტივი პროცედურით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გამოგზავნით. თუ გამოგზავნილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საარჩევნო კანონმდებლობას, საარჩევნო ადმინისტრაცია გასცემს შესაბამის აკრედიტაციას.

აღნიშნული კარგად არის ცნობილი დაინტერესებული მხარეებისთვის, და ალბათ სწორედ ამიტომ, ამ დეზინფორმაციის გასამყარებლად ონლაინ სივრცეში დამატებით გაავრცელეს დოკუმენტები, თითქოს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი რუსეთში სწავლობდა ვინმე ალექსანდრ მალკევიჩთან ერთად.

ჩვენთვის უცნობია ეს დოკუმენტი ფალსიფიცირებულია თუ სხვა გიორგი კალანდარიშვილზეა გაცემული, თუმცა დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ სიმართლე - ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს ალექსანდრ მალკევიჩთან არანაირი კავშირი არ აქვს, მას არასოდეს უსწავლია რუსეთში და ამასთანავე არასდროს ყოფილა ამ ქვეყანაში.

ნათელია, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციის, მისი ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისკენ.

მაშინ როდესაც ვერ წარმოადგინეს ვერანაირი მტკიცებულება უშუალოდ საარჩევნო პროცესში არსებით დარღვევასთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეები პროცესის დაზიანებას დეზინფორმაციითა და ფალსიფიცირებული, გაურკვეველი დოკუმენტების გამოქვეყნებით ცდილობენ. თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაცია რეაგირების გარეშე არ დატოვებს არცერთ დეზინფორმაციასა თუ მანიპულაციას და საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდის ობიექტურ, გადამოწმებულ ინფორმაციას“, - აცხადებენ ცესკოში. 
 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1730538562

ახალი ამბები

„ბრალდებულმა თანასოფლელი დაჭრა, მიღებული დაზიანების შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა“ - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და...

შემთხვევები

1730537422

ახალი ამბები

„წვიმა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა“ - გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტო 3 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 3 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალ...

ანაკლია

1730533950

ახალი ამბები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 60 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვ...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 60 მოქალაქე გააძევეს

1730531501

ახალი ამბები

ავარია სოფელ კოდაში - ქალი მანქანაში დაიწვა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ კოდაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მანქანა აალდა და...

პოლიცია

1730529002

საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება 2 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 ნოემბერს, საქართველოს მასშტაბით, უმეტესად მზიანი და ამინდია მოსალოდნელი, მნიშვნელოვნად მოიმატებს ტემპერატურაც.  2 ნოემბრის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +19° -...

ამინდი