"თუ ავიცრებით პანდემია დასრულდება ზაფხულში" - აკაკი ზოიძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი აკაკი ზოიძე აცხადებს,რომ “ომიკრონის“ გადაცემის ხარისხი დაახლოებით, “წითელას” მსგავსია რეპროდუქციის მაჩვენებლით და შესაბამისად, ამ შტამისგან დაცვა პრაქტიკულად შეუძლებელია.
ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
"ტყუილია ის, რომ ორი დოზა, მით უმეტეს, ახალი გაკეთებული არ იცავს. ორი დოზის მერე, პირველი სამი თვის განმავლობაში იმუნიტეტი საკმაოდ მაღალია.
რაც შეგვეძლო, გაგვეკეთებინა, არის ის, რომ ქვეყანა “ომიკრონის” ტალღას ვაქცინაციის აქტიური კამპანიით შებრძოლებოდა და მოზრდილი მოსახლეობის 43%-ის ნაცვლად, რომელიც დღეს გვყავს აცრილი, 70-60% გვყოლოდა, რაც შარშანდელი გეგმა იყო.
ტალღები გაგრძელდება, ვიდრე მსოფლიოს უფრო მეტი ნაწილი, 70-80% არ იქნება აცრილი.
ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, კორონავირუსი ენდემურ გრიპად გადაიქცევა და წინა პანდემიების ლოგიკით ეს ეპიდემიაც აქეთკენ მიდის.
„ომიკრონი“ მართლაც დასასრულის დასაწყისია, მაგრამ დასასრულის დასაწყისია იმ ქვეყნებისთვის, ვინც თავისი მოსახლეობის დიდი ნაწილის აცრას შეძლებს.
თუ ჩვენ ავიცერით, პანდემია დასრულდება ზაფხულში.
თუ ჩვენს ასაკოვან მოქალაქეებს 90-95%-ით ავცრით, ჩათვალეთ, ეს პრობლემა მოიხსნება, თუ რაღაც ალოგიკური არ მოხდა და ვირუსმა ისეთი მუტაცია არ განიცადა, რომელიც სწრაფ გადადებასთან ერთად, უფრო საშიშ მიმდინარეობას გულისხმობს.
იმ ლოგიკებით, რაც წინა პანდემიის დროს იყო, წესით, ეს არ უნდა მოხდეს, თუმცა ამ მსოფლიოში გამორიცხული არაფერი არ არის, მაგრამ რეალურად, ჩვენ მივდივართ საიმედო დასასრულისკენ და ახლა დანებება, აუცრელობა არის ის, გამარჯვების წინ რომ კაპიტულაციას გამოაცხადებ, ან დაიღუპები.
დაახლოებით, აი, ასეთი სიტუაცია შეიქმნება“, – განაცხადა ზოიძემ.
სხვა სიახლეები:
1741508138
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ნიუ-იორკში, გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
2025 წლის 11 მარტს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ქ. ნიუ-იორკში მონაწილეობას მიიღებს გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიაში, რომლის ფარგლებშიც ის დამსწრე საზოგადოებას სიტყვით...
1741506332
მსოფლიომასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალი, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა
„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი მილიარდერი ილ...
1741504157
ახალი ამბებისაქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...
1741465889
სპორტისაქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა
9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...
1741464309
მსოფლიოჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს
ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...