"თუ ეს დისკომფორტები თქვენც გაქვთ, თამამად შეგიძლიათ დაარქვათ პოსტკოვიდი" - რა სიმპტომებზე წერს თამუნა თანდაშვილი

საავიაციო ასოციაცია "ავიაკომუნიკატორი"-ს პრეზიდენტი თამუნა თანდაშვილი კოვიდის შემდგომ არასასიამოვნო სიმპტომებზე წერს, რომელიც თითქმის ყველა კორონამოხდილ ადამიანს აწუხებს:
"მათ ვისაც გაწუხებთ პოსტ-კოვიდით გამოწვეული სხვადასხვა დისკომფორტები:
ჩემი დაკვირვებით:
1. შფოთვა და დეპრესიული ფონი საერთოა
2. კონცენტრაციის დაკარგვა
3. სისუსტე
4. აპათია
5. უენერგიობა
6. ძილის პრობლემები
7. გლობალურ პრობლემებზე დაგრუზვა
8. შიშები
9. თავის ტკივილები
10. უიმედობა
11. გაღიზიანება
12. თმის ცვენა
და სხვა პრობლემები რაც ადრე გქონდათ, ვერ ერეოდით - შეგიძლიათ დაარქვათ “პოსტკოვიდი”
კლინიკიდან რაც გამოვედი, ღმერთი თავიდან და რწმენა თავიდან ვიპოვე ჩემ თავში და მადლიერების გრძნობა
ყავას ვსვამ დილით David Baliashvili ნაჩუქარი ვეჯვუდის ლამაზი წითელი ჭიქით, რომელსაც თვალის ჩინივით ვუფრთხილდები, ეს ჩემი რიტუალია… დილით მხვდება Iako Khomeriki ინსტაგრამში მოწერილი ძაღლების ვიდეო ან ფოტო, “ჯუჯააა ეს შენ ხარ” - ტექსტით, ან მწერს “გაიღვიძე ჯუუუუჯააა”, ცოტა ხანში დედაჩემიც გამოჩნდება, “გამარჯობა თამუნა” ან “დედა როგორ ხარ რო ვიცოდე”, ან “დედა გუშინ გისმინე, რა კარგი თხრობა გაქვს ვისიამოვნე”, ცოტა ხანში ჩემი ახალი კოლეგა და მეგობარი Tamara Javakhadze ვოცაფში სასაცილო მესიჯებს მომწერს და დავიგეგმებით რას ვაკეთებთ, სად ვხვდებით რას ვაფუჭებთ ან ვაშენებთ ჯერ არ ვიცით )))) . წინა ღამით Tamriko Sikharulidze- სთან დარეკვა თუ დამავიწყდა, სასწრაფო წესით ვრეკავ თორემ მერე დამიცაცხანებს…
ეს სია გრძელია და მერე დეპრესია, შფოთვა, თავის ტკივილი და შიშები მავიწყდება.
ვფიქრობ რომ მთავარია ადამიანებთან არ დისტანცირდე ვინც ჩვენს ყოველდღიურობას ქმნის, შორიდან და ახლოდან, სიტყვით თუ საქმით. გავლენით თუ მხარდაჭერით.
კოვიდი გადისტანცირებს საკუთარ თავთან და არ უნდა ჩარჩე ამ დისტანციაში.
სითბოს და სიყვარულს ალტერნატივა არ აქვს ზრდასრულ ასაკშიც, ისევე როგორც ბავშვობაში…
ეს ჩემი ტომია",-წერს თანდაშვილი.
სხვა სიახლეები:
🔵 NCDC: 2022 წლამდე, საქართველოში კორონავირუსი 10 687 ორსულს დაუდასტურდა
🔵 ემანუელ მაკრონი მომდევნო კვირაში რუსეთსა და უკრაინაში ჩავა
🔵 ხელვაჩაურში, საბჭოთა პერიოდში დახვრეტილი 29 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს
1741451878
საზოგადოებაპეტრე ცისკარიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე: ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას არ მივიღებთ
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ხოლო იმ კონკრეტულ ძალებზე...
1741448456
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი გუდაურში მიმდინარე შეჯიბრებაზე: ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე
ჩვენ უკვე 300-ზე მეტ საერთაშორისო სპორტსმენს ვუმასპინძლებთ ჩვენს სათხილამურო კურორტებზე. მიმდინარე შეჯიბრიც ძალიან წარმატებულია ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრ...
1741445968
საზოგადოებაპაატა სალია ოჯახური ღირებულებების კანონზე: ეს ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა იყო, შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ ეს კანონი გავაუქმოთ
ირიბად, ეს ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმურობას აღიარებენ, რადგან ითხოვენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტმა გააუქმოს კანონი - მთავრობა ვერ გააუქმებს კანონს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლეს...
1741443176
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და ქალი
სამწუხაროა, რომ ევრო ბიუროკრატები კვლავ ილუზიის ქვეშ იმყოფებიან, თითქოს არის ათასობით სქესი. მადლობა ღმერთს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენ ამის მტკიცება არ გვჭირდება, არის ორის სქესი, კაცი და...
1741442993
ახალი ამბებისპორტის მინისტრი: სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა
სასიხარულოა, რომ დღეს სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულთა მსოფლიო ყურადღების ცენტრშია გუდაური და ამინდშიც ძალიან გაგვიმართლა, - განაცხადა სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ. მინისტრი გუდაურში იმყოფება...