ყველას მოვუწოდებ, ვინც ორჯერ არის აცრილი, მესამე აცრა საჭიროა - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ სავალდებულოდ არ გამოცხადებულა, მაგრამ ბუსტერი აუცილებელი ხდება. ამირან გამყრელიძის თქმით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება, გადამდებლობა მეტი აქვს, უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს, მაგრამ არ აქვს მეტი აგრესიულობა, ანუ უფრო რთულად არ მიდის დაავადება და სიკვდილიანობის მატება ამით არ არის.

„სავალდებულოდ არ გამოცხადებულა, მაგრამ ბუსტერი აუცილებელი ხდება. ჩვენ კანონმდებლობით უკვე შემოვიღეთ ბუსტერი. დღევანდელი რიცხვით სადღაც 6 000-მდე ბუსტერია გაკეთებული ჩვენს ქვეყანაში, თანდათან უფრო მეტია მომართვა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ბუსტერს ენიჭება დღეს, როცა გაჩნდა ახალი შტამი, ე.წ. ომიკრონი. ვიცით, რომ ომიკრონი უფრო სწრაფად ვრცელდება, გადამდებლობა მეტი აქვს, უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს, მაგრამ არ აქვს მეტი აგრესიულობა, ანუ უფრო რთულად არ მიდის დაავადება და სიკვდილიანობის მატება ამით არ არის.

გუშინ გამოქვეყნდა ფაიზერის ინფორმაცია, რომელმაც პირველმა ჩაატარა კვლევა ომიკრონის შტამთან ფაიზერის ვაქცინის დამცველუნარიანობასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აქვს ფაიზერის აცრის, განსაკუთრებით ბუსტერის გაკეთების შემდგომ გამომუშავებულ ანტისხეულებს მანეიტრალიზებელი თვისებები ამ ომიკრონის შტამთან დაკავშირებით და დაადასტურა – დიახ, უნდა გაკეთდეს ბუსტერი. ჩვენ საქართველოში ძირითადად ვიყენებთ სინოფარმის და ფაიზერის ბუსტერს, უფრო მეტია გაკეთებული ფაიზერი და ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ვინც ორჯერ არის აცრილი, მესამე აცრა საჭიროა”,-აცხადებს, ამირან გამყრელიძე.

🔵მე ვიყავი პირველი, ვინც საუბრობდა ბუსტერების აუცილებლობაზე! - გიორგი ფხაკაძე

🔵ზურა 41 წლის დარჩა… ჩვენ ვბერდებით!!! - ხათუნა ხოფერია

🔵იტალიის კიდევ ერთი რეგიონი, შესაძლოა ყვითელ ზონაში გადავიდეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736433968

ახალი ამბები

19 წლის ბიჭი ჩეჩნეთში პოლიციაში წამების შემდეგ გარდაიცვალა

ჩეჩნეთის ქალაქ არღუნის მკვიდრი, 19 წლის ვისხან ტაზურკაევი გატაცების და წამების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. გამოცემა Niyso-ს ცნობით, ვისხან ტაზურკაევი სამს...

19 წლის ბიჭი ჩეჩნეთში პოლიციაში წამების შემდეგ გარდაიცვალა

1736432411

მსოფლიო

პუტინი აცხადებს, რომ საახალწლო არდადეგებზე მუშაობა არ შეუწყვეტია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საახალწლო არდადეგების დროს ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა. როგორს რუსული მედია წერს, პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით რუსეთის მ...

სვინია

1736431163

ახალი ამბები

„ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს“ - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან...

პაპუაშვილი

1736428594

მსოფლიო

„ხალხი მიხვდება, რომ ეს ნამდვილად არის გარე ძალების სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ხალხის დაშლას“ - რუსეთის პატრიარქი

რუსეთის პატრიარქმა კირილმა ტელეკომპანია Rossiya 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ბევრი იტანჯება კონფლიქტით და სურთ მშვიდობა რაც შეიძლება მალე, მაგრამ ეს უკრაინის ხელისუფლების პოლიტი...

ვბბ

1736428384

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8367 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8395 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი