"ჩემ შვილს, ეფემიას დაუდგინდა ცერებრული დამბლა... 40 დღე იბრძოდა ინკუბატორში... მერე გულის მანკი დაამარცხა, თირკმლის რეფლუქსიც... ვიმედოვნებთ, რომ მალე ფეხზეც გაივლის, ირბენს და ითამაშებს თანატოლებთან ერთად" - ფილიპე ხალვაში

პატარა ეფემია, რომელსაც ცერებრული დამბლა დაუდგინდა, თქვენს დახმარებას საჭიროებს, რათა პატარამ ინტენსიური თერაპიის კურსი გაიაროს. შეძლოს დამოუკიდებლად ჯდომა, ხოხვა და ვიმედოვნებთ, რომ მალე ფეხზეც გაივლის, ირბენს და ითამაშებს თანატოლებთან ერთად, რისი მოტივაციაც მის მშობლებს, ნამდვილად გააჩნიათ.

"ჩემ შვილს, ეფემიას დაუდგინდა ცერებრული დამბლა... ისეთი შოკი იყო ამ დიაგნოზის მოსმენა, კარგა ხანი დამჭირდა რეალობისთვის თვალის გასასწორებლად. ჩვენი ტვინი რამდენ ხრიკს ფლობს, თავდაცვით მექანიზმს, ტრავმისგან რომ დაგვიცვას - გეფიქრება, რომ ერთი ნევროლოგი არაა პროფესიონალი, მეორემ დიაგნოზი განგებ დაამძიმა, სახელმწიფო რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამაში რომ ჩაესვი (რა ინტერესი აქვს?! დაფინანსება ჯერაც არ მიგვიღია და ვერც გვეუბნებიან როდის იქნება ბიუჯეტის შევსება, თორემ სამ წლამდე ბავშვები რომ პრიორიტეტია, ეგ ვიცით) გეფიქრება, რომ დროებითია, რომ როგორც აქამდე ახერხებდა ყველა სირთულის დაძლევას, ამასაც დაძლევს.

სამწუხარო რეალობა ისაა, რომ პედიატრსა თუ ნევროლოგებთან ვიზიტებისას არ გაგვიგია ის საჭირო ინფორმაცია, რაც ექიმების მოსაცდელში სხვა ბავშვების მშობლებისგან გავიგეთ. მათი რჩევით შევიტანეთ საბუთები რეაბილიტაცია აბილიტაციის პროგრამაზე, აქედანაც მოლოდინის რეჟიმი გვაქვს ჩართული განუსაზღვრელი ვადით... გავარკვიეთ, რომ ეფემიას ეკუთვნის პენსია, აქაც შევიტანეთ საბუთები და ის 275 ₾ რომელიც თვენახევრის შემდეგ ექნება, ეყოფა ალბათ 4 თერაპიის სეანსს. სახელმწიფო დაზღვევა ჯერ არაფერში გამოგვდგომია, ერთი უფასო აცრები ალბათ, სხვა არ მახსენდება... ა, ერთი შარდის საერთო ანალიზიც 🙂

ეფემია მებრძოლი გოგოა და დაბადების მომენტიდან იბრძვის ❤

დაბადების დრო თვითონ აირჩია, ერთი თვით გვიან ველოდით, მერე 40 დღე იბრძოდა ინკუბქტორში და იქიდან ზომიერად ფერხორციანი ზღვის გოჭი გამოვიყვანეთ, მთელი 45 სმ. მერე გულის მანკი დაამარცხა, თირკმლის რეფლუქსიც...

ახლა დავიწყეთ ინტენსიური თერაპია, რომ ეფემიამ შეძლოს დამოუკიდებლად ჯდომა, ხოხვა და ვიმედოვნებთ, რომ მალე ფეხზეც გაივლის, ირბენს და ითამაშებს თანატოლებთან ერთად.

ცერებრული ბავშვების მშობლებთან აქტიური საუბრებით გავერკვიეთ ბევრ ნიუანსში ამ დიაგნოზთან დაკავშირებით. სამ წლამდე როგორი მნიშვნელოვანია თერაპიები და როგორ სწრაფად ხედავ შედეგს, სამი წლის მერე კი ისეთი ეფექტური აღარ არის, იმიტომ რომ ბავშვის სხეული იცვლება. ეფემია ახლა წლის და სამი თვისაა. წინ კიდევ წელიწადი და 9 თვე გვაქვს, რომ დამოუკიდებლად დაჯდომა შეძლოს და ისწავლოს ხოხვა. ვარჯიში, მასაჟი, თერაპიები, ყოველ დღე აუზი ბალნეოლოგიურში, ცხენის თერაპია და ექიმის კონსულტაციები, თვეში იმაზე გაცილებით დიდი ხარჯია, რაც მე და თაკომ შეიძლება მოვახერხოთ ჩვენი შვილისთვის, პატიოსანი შრომით და ადამიანის სახის დაუკარგავად, თუმცა მაგ ვერსიებზეც გვიფიქრია, გულახდილად რომ ვთქვა 🙂

ბევრს ვფიქრობთ ქვეყნის დატოვებაზეც და ეფემიას იმ ქვეყანაში წაყვანაზე, სადაც სახელმწიფო სერვისები გამართულად მუშაობს და ბავშვს ადამიანური მომავალი ექნება.

თუ ამ ბრძოლაში ვინმეს ჩემი და თაკოს თანადგომის სურვილი გექნებათ, დიდი მადლიერებით მივიღებთ თქვენს მცირედ დახმარებასაც კი.

დღეს ცერებრული დამბლის საერთაშორისო დღეა. ეს დიაგნოზი სამუდამოა, მაგრამ დროული მკურნალობით და სწორი მეთოდებით შეიძლება მისი მართვა.

მეგობრებო ეს ჩემი საქ. ბანკის ანგარიშის ნომერია კიდევ ერთხელ წინასწარ დიდ მადლიერებას და პატისვისცემას გამოვხატავ თქვენს მიმართ!",-წერს, ეფემიას მამა, ფილიპე ხალვაში.

ეფემიას დასახმარებლად, გთხოვთ, თანხა ჩარიცხოთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე:

GE89BG0000000802794100

მიმღები, ფილიპე ხალვაში, ეფემიას მამა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736433968

ახალი ამბები

19 წლის ბიჭი ჩეჩნეთში პოლიციაში წამების შემდეგ გარდაიცვალა

ჩეჩნეთის ქალაქ არღუნის მკვიდრი, 19 წლის ვისხან ტაზურკაევი გატაცების და წამების შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. გამოცემა Niyso-ს ცნობით, ვისხან ტაზურკაევი სამს...

19 წლის ბიჭი ჩეჩნეთში პოლიციაში წამების შემდეგ გარდაიცვალა

1736432411

მსოფლიო

პუტინი აცხადებს, რომ საახალწლო არდადეგებზე მუშაობა არ შეუწყვეტია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საახალწლო არდადეგების დროს ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუშაობდა. როგორს რუსული მედია წერს, პუტინი ვიდეოკონფერენციის საშუალებით რუსეთის მ...

სვინია

1736431163

ახალი ამბები

„ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან რუსეთთან ესკალაცია მოითხოვეს“ - პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ, ვინც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, პირობა არ შეასრულეს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან...

პაპუაშვილი

1736428594

მსოფლიო

„ხალხი მიხვდება, რომ ეს ნამდვილად არის გარე ძალების სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ხალხის დაშლას“ - რუსეთის პატრიარქი

რუსეთის პატრიარქმა კირილმა ტელეკომპანია Rossiya 1-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში ბევრი იტანჯება კონფლიქტით და სურთ მშვიდობა რაც შეიძლება მალე, მაგრამ ეს უკრაინის ხელისუფლების პოლიტი...

ვბბ

1736428384

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8367 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8395 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი