„დედაჩემი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ომში წავიდა, გაიპარა“ - სოციალური მედია

ქალაქ ოზურგეთის მერიის თანამშრომელი ქეთი კუჭუხიძე, სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ ემოციურ წერილს აქვეყნებს. ქეთის დედა წლებია, რაც მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს. კუჭუხიძის პოსტში იმ მოგონებებზეა საუბარი, როცა დედა ომში წავიდა, ასევე ჰყვება, როგორ გამოხატავს რუსი ხალხი პროტესტს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
„9 წლის ვიყავი, როცა პირველად გავიგე ომის შესახებ, რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა...
ერთ დღეს დედაჩემი სამსახურში წავიდა (მაშინ რაიკომი ერქვა) და საღამოს სახლში აღარ დაბრუნებულა.... იმ დროს არ არსებობდა არანაირი კომუნიკაციის საშუალება (სოციალური ქსელები და ფიჭური კავშირი).
მეორე დღეს, ტელევიზიით აჩვენეს, რომ ქალთა ორგანიზაცია ,,მანდილი" შეუერთდა ქართველ ჯარისკაცებს და ომში წავიდა.
ის კადრი დღემდე მახსოვს, როგორ ადიოდა დედაჩემი ავტობუსში. ის ერთ-ერთი მათგანი იყო ოზურგეთიდან, ვინც ომში წავიდა/გაიპარა ისე, რომ ჩვენთვის არ უთქვამს. იცოდა, რომ შევეწინააღმდეგებოდით. მაშინ ჩემი ხედვით, ომში მხოლოდ კაცები დადიოდნენ.
მახსოვს, როგორ ვბრაზობდი მასზე, რომ დამტოვა და თავისი სიცოცხლე გარისკა. ღამეები არ მეძინა, ვტიროდი და ვლოცულობდი, რომ ცოცხალი დაბრუნებულიყო..
ასეც მოხდა, ის რამდენიმე დღეში სახლში დაბრუნდა, რადგან მატარებელი უკან გამოაბრუნეს, საფრთხე იყო, რომ ამ მატარებელს დაბომბავდნენ. სახლში დაბრუნებული მიყვებოდა იქ ნანახ უბედურებაზე.... ამ ისტორიიდან ყველაზე მკაფიოდ მახსოვს ,,გიორგი დიდი მწვანე თვალებით", რომელსაც მშობლები ომში მოუკლეს და როგორ უნდოდა შვილად აყვანა და სახლში წამოყვანა, მაგრამ სამწუხაროდ საჭირო დოკუმენტაციის არ ქონის გამო ვერ მოხერხდა.
დედაჩემი მაშინ გახდა ჩემი გმირი!
ის ახლა მოსკოვშია და ისევ მიყვება ისტორიებს, რომ იქაც არსებობს ადამიანები, რომელიც ემიჯნება მათი დიქტატორი მმართველის საქციელს, ისინიც ტრაგიკულად განიცდიან დღევანდელ ომს, უძლურნი არიან და ვერ ცვლიან ამ საშინელ მოცემულობას, სწორედ ამიტომ პროტესტის ნიშნად ტოვებენ თავის ქვეყანას, არ უნდათ ისეთ ქვეყანაში ცხოვრება სადაც ,,კლავენ".“ - წერს ქეთი კუჭუხიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 "რას ნიშნავს ჰაერის/ცის დახურვა?"
🔵 "უკანასკნელი მკვლელობა ხუთი წლის წინ ნიუ იორკში ჩავიდინე" - რას წერს ნათია ფანჯიკიძე
🔵 ბიძინა კულუმბეგოვი: მესამე მსოფლიო ომის შიშით, ამ შლეგს პუტინს მიუგდეს უკრაინელების და ჩვენი თავი
1740940730
მსოფლიომარკო რუბიო - პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან
ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც...
1740940672
სპორტირაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები 43:5 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალის საგზურის გარდა, სა...
1740940602
მსოფლიოკირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...
1740936429
საზოგადოებაპატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ
„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...
1740933056
მსოფლიოსენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან
რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...