"ეს "გადამფრენი ფრინველები" თუკი აქ დაიბუდებენ, უნდა გვახსოვდეს, რომ "ცივ ქვეყანაში" აღარ გაფრინდებიან, - აქ გადმოიტანენ იმ ქვეყანას!" - ბონდო მძინარაშვილი საქართველოსკენ დაძრულ "ლტოლვილების" ნაკადზე

ჟურნალისტი, პირველი არხის სამეურვეო საბჭოს წევრი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში უკრაინა - რუსეთის ომზე წერს და საქართველოსკენ რუსი "ლტოლვილების" ნაკადს ეხმაურება:

"კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო:

ჩვენ არ გვაქვს ცუდი განზრახვა მეზობლების მიმართ.

ვურჩევდი მათ, არ დაძაბონ სიტუაცია, არ დააწესონ რაიმე შეზღუდვა.

ჩვენ ვასრულებთ ყველა ჩვენს ვალდებულებას და ვაგრძელებთ მათ შესრულებას.

ვერ ვხედავთ ჩვენი ურთიერთობების ესკალაციის ან გაუარესების აუცილებლობას.

ყველა ჩვენი ქმედება წარმოიქმნება მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ,“ - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, ყველამ უნდა იფიქროს „ურთიერთობების ნორმალიზებაზე, ნორმალურ თანამშრომლობასა და ურთიერთობების ნორმალურად განვითარებაზე.“

თქვა და დაიძრა პუტინის პოლიტიკით "აღშფოთებული" და ეკონომიკური სანქციებით "შეშფოთებული" რუსების კოლონა საქართველოსკენ!

ზოგი ამბობს, - დროებით ჩამოვედიო, ზოგიც პირდაპირ აცხადებს, - აქ ცხოვრებას ვაპირებო!

ვისაც გგონიათ, რომ ამ პროცესს რუსეთის სპეცსამსახურები არ აკონტროლებენ და ამ დაძაბულობის დროს ასე მარტივად უშვებენ ახალგაზრდა რუსებს (ოჯახებიანად!) საქართველოში, თქვენი გულუბრყვილობის პირდაპირპროპორციული გულწრფელობით გეტყვით:

მშურს თქვენი ღვთისმოსაობისა!

რა ტურისტები, ხალხო, რა ტურისტები?!

რა დროებით და რა საცხოვრებლად ჩამოსვლა, ვერ ხვდებით, რა ხდება?!

ჰო, პირს ნუ დააღებთ, მე - ბონდო მძინარაშვილი გეუბნებით ამას!

ეს ძალიან საშიში პროცესია!

დღეს დათესილი სიბრიყვის მომწამვლელ ნაყოფს სულ მალე ვიგემებთ!

არ მინდა ყალბი პათეტიკა და ადამიანის სიყვარულზე აღმატებული საუბრები!

ვინც რუსეთის და, ზოგადად, იმპერიების ხასიათს იცნობს, ძალიან კარგად ხვდება, რას ნიშნავს ამ "პუტინზე განაწყენებულების" მასობრივი ჩამოსვლა!

ამიტომ, ხალხი აბსოლუტურად მართალია, როცა მათ სახლის კარს არ უღებს!

თუ ვინმეს ნათესავი ან მეგობარი ჰყავს, დაპატიჟოს და თავისთან აცხოვროს, მაგრამ ეს "გადამფრენი ფრინველები" თუკი აქ დაიბუდებენ, უნდა გვახსოვდეს, რომ "ცივ ქვეყანაში" აღარ გაფრინდებიან, - აქ გადმოიტანენ იმ ქვეყანას!

ვიმეორებ:

ეს ძალიან საშიში პროცესია და ხელისუფლებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს!

ყველას გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე!", - წერს მძინარაშვილი.

სხვა სიახლეები:

🔲 ირინა სარიშვილი: არის ომი რუსეთში? არა! ამიტომ „რუსი ლტოლვილი“- ეს აბსურდული ტერმინი თავიდანვე გამოვრიცხოთ

🔲 "ატომური ელექტრო სადგურისთვის ცეცხლის გახსნით პუტინს საკუთარი თავის, რუსეთის და ევროპის განადგურება არ სურდა, ამ ქმედების უკან ორი ჩანაფიქრი იყო - მოკლე და გრძელვადიანი" - რა წერს ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი

🔲 ლადო აფხაზავა უკრაინელი მოსწავლეებისა და მასწავლებლების დასახმარებლად - დედის დატოვებულ ოქროს ბეჭედსა და ჯილდოს მონეტას ყიდის

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740772308

მსოფლიო

ზელენსკი: მადლობა პრეზიდენტს, კონგრესს და ამერიკელ ხალხს - უკრაინას სჭირდება სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი დატოვა დონალდ ტრამპთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ. „მადლობა ამერიკა, მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლ...

სსს

1740770674

მსოფლიო

ილონ მასკი: ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი ხალხის თვალში გაანადგურა

 აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ეხმაურება. „ზელენსკიმ საკუთარი თავი ამერიკელი...

ილონ მასკი

1740770546

ახალი ამბები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებები დასრულდა. ამის შესახებ სუსში განაცხადეს. ცნობისთვის, გავრცელებული...

ზოგადი

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი