"გიორგის ახლა მეხუთე ქიმია უკეთდება. ქიმიოთერაპია თითქმის უწყვეტად, 24 საათი მიმდინარეობს უკვე 5 დღეა. რთული გზა გვაქვს გასავლელი, ჩვენ ამას შევძლებთ" - ხატია ცანავა

ფოთელ გიორგი გამზარდიას, ჭადრაკის კლუბის უცვლელ და აქტიურ წევრს, წლების განმავლობაში ჭადრაკის მწვრთნელს, ფიდეს ოსტატს, სხვადასხვა საერთაშორისო და რესპუბლიკური ტურნირის გამარჯვებულს, ჩვენი დახმარება სჭირდება.
გიორგის დაუდგინდა მწვავე ლეიკემია.. საჭიროებს თურქეთში მკურნალობის გაგრძელებას, რაც სოლიდურ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
"ჩემო ძვირფასებო, ისევ და ისევ ძალიან დიდი მადლობა. მე და გიორგი საოცარ მხარდაჭერას ვგრძნობთ.
ვიცი ყველას გაინტერესებთ გიორგის მდგომარეობის შესახებ სიახლეები, ყველას ვერ გპასუხობთ, რადგან ძალიან დიდ ყურადღებას საჭიროებს გიორგი. ჩვენთვის უმნიშვნელო დეტალიც კი გიორგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გიორგის ახლა მეხუთე ქიმია უკეთდება. ქიმიოთერაპია თითქმის უწყვეტად, 24 საათი მიმდინარეობს უკვე 5 დღეა. ექიმები სრულად აკონტროლებენ დაავადებას და მკურნალობაც სტაბილურად მიმდინარეობს. რთულ დღეებს გავდივართ, დეტალებს არ ჩავუღრმავდები, რადგან ეს ჩვენი გასავლელი გზა არის.
მიუხედავად სირთულეებისა შემართებით ვართ და ძალიან გთხოვთ არც თქვენ მოდუნდეთ. თქვენი გვერდში დგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წინ დიდი გამარჯვება გველოდება და ექიმებიც ყველა პირობას ქმნიან.
მე და გიორგის სირთულეების არ გვეშინია, ვიცით თქვენი გვერდში დგომით, ერთიანობით, სიყვარულით გავიმარჯვებთ!
ძალიან დიდი მადლობა ჩვენს პატარა ქალაქს, თურმე როგორ გვყვარებია ერთმანეთი და როგორი გვერდში დგომა გვცოდნია",-წერს, გიორგის მხარდასაჭერად შექმნილ ჯგუფში, მისი მეუღლე, რომელზეც 7 თვის წინ დაქორწინდა.
გიორგის დახმარების მსურველებს შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე და იხილოთ სრულყოფილი ინფორმაცია:https://www.facebook.com/groups/1031564867512994
ასევე დაგაინტერესებთ:
1740490173
ახალი ამბებიოზურგეთში მცხოვრები გულიკო დოლიძე და მისი 3 შვილიშვილი უვნებლად იმყოფებიან და დახმარებას არ საჭიროებენ
ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივის“ ინფორმაციით, ოზურგეთში, სოფელ ზედა ბახვში მცხოვრებ გულიკო დოლიძესა და მის 3 მცირეწლოვან შვილიშვილს დაუკავშირდნენ. ჩვენი ინფორმაციით, ქალბატონი და მცირეწლოვანი ბავშ...
1740489523
ახალი ამბებიპიტერ სიარტო: ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მთავრობისადმი უსამართლოა, ბრიუსელში სძულთ ყველა პატრიოტი მთავრობა
„ძალიან უსამართლოა ევროკავშირის მიდგომა საქართველოსადმი და საქართველოს მთავრობისადმი, რასაც ძალიან მარტივი მიზეზი აქვს – ბრიუსელში ყველა პატრიოტი, კონსერვატიული, მემარჯვენე მთავრობა სძულთ“, - ამის შეს...
1740488960
ახალი ამბებირა ღირს ევრო და დოლარი - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.8168 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8153 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის...
1740487078
საზოგადოებამამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ორი-სამი დღით მაინც დაანებონ თავი მავნებლობას და ნუ დააპანიკებენ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წუთს ელოდებიან იმედით დახმარებას სახელმწიფოსგან და ეს დახმარება მიდის ყველა ოჯახში, სადაც თეორიულ დონეზეც კი შესაძლებელია
სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რომ თითოეულ ოჯახში შევიდეს, თითოეულ ოჯახთან მივიდეს და ეს დიდი პრობლემები შეუმსუბუქოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დასავლეთ საქართველო...
1740486907
ახალი ამბები„ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ოჯახთან მივიდეს და შეუმსუბუქოს პრობლემები“ - მამუკა მდინარაძე
„ძალიან მასშტაბურია სტიქია, თუმცა სახელმწიფო შესაძლებლობის ზღვარს მიღმა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანთან და თითოეულ ოჯახთან მივიდეს და რაღაცნაირად შეუმსუბუქოს მას სტიქიისგან გამოწვე...