„მომეჩვენა რომ ოდნავ გაიღიმა, თითქოს ჩემი წმინდა გიორგი იცნო და ამიტომაც ვიზა აღარ უძებნია, თავი თავაზიანად დამიკრა და ევროპის ”კარები გამიღო”....“ - რას იხსენებს გიორი კალანდია

გიორგი კალანდია, ქართველი ისტორიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი, 2019 წლიდან საქართველოს ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი. გადაცემა „ჩვენებურების“, „წერილები იმედზე“, ავტორი, სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს.
მკითხველს შევახსენებთ, რომ ხვალ, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს გააკეთებს.
„ახლა რასაც წაიკითხავთ მაშინ დავწერე, როცა საქართველომ უვიზო რეჟიმი მიიღო, მაშინ პარიზის აეროპორტში რიგში სხვადასხვა მოდგმისა და წარმომავლობის ხალხთან ერთად ვიდექი, იქ მაშინ იყვნენ დიდი და უზარმაზარი ერის შვილები, ზოგიერთი მათგანის სახელმწიფო ატომურ ბომბის მფლობელი იყო, ზოგის ქვეყანა კი თითქმის მთელ კონტინენტზე გადაჭიმული გახლდათ. როცა ზოლს თვალი მოვავლე, მივხვდი რომ მათ შორის ყველაზე პატარა სახელმწიფოს მე წარმოვადგენდი, მსგავსი წინათაც მეგრძნო და რაღაცნაირად გულს მტკენდა ეს გარემოება. თუმცა იმ დღეს ასე არ გახლდით, რადგან პასპორტი რომელიც მაშინ ხელში მეჭირა თითქოს სხვანაირად გამოიყურებოდა, ჩემი ქვეყნის შინდისფერ წიგნაკზე დახატული წმინდა გიორგი იმ დღეს უფრო ძლევამოსილად მეჩვენებოდა....
ჩემს წინ ჩინელი, უკან რუსი იდგა, როცა წინ მდგომი ფრანგ მესაზღვრესთან მივიდა, მისი პასპორტი დიდხანს ფურცლეს, მერე რაღაც დოკუმენტი მოსთხოვეს, ჩანთიდან კიდევ დამატებით ქაღალდების წარმოდგენამაც მოუწია. რიგი აშრიალდა, დიდი და ძლევამოსილი ერის შვილებმა ფაცი-ფუცი დაიწყეს, რადგან საფრანგეთში შესვლა მათთვის ბარიერების გადალახვასთან იყო დაკავშირებული. მე კი იმ დღეს რიგში, ჩემს წმინდა გიორგისთან ერთად ყველაზე არხეინად და ამაყად ვიდექი! იმ დღეს როცა ფრანგ ოფიცერს ქართული პასპორტი მივაწოდე, მომეჩვენა რომ ოდნავ გაიღიმა, თითქოს ჩემი წმინდა გიორგი იცნო და ამიტომაც ვიზა აღარ უძებნია, თავი თავაზიანად დამიკრა და ევროპის ”კარები გამიღო”....
ჩემს უკან რიგში დარჩა რუსი, არაბი, თურქი, ვინ იცის კიდევ რამდენი დიდი და ძლევამოსილი ერის შვილი! მე კი მოვდიოდი და ვფიქრობდი ჩემს ნატანჯ ხალხზე, ჩემს პაწაწინა და ნაგვემ სახელმწიფოზე, რომელმაც მიუხედავად ბევრი განსაცდელისა, საკუთარი შრომითა და თავდადებით მოიპოვა უფლება იყოს ევროპის ნაწილი, ამაყად იდგეს ამ სამყაროს თავისუფალ და ძლევამოსილ ხალხთა შორის! ზუსტად იგივე განწყობა მაქვს ახლაც, ამ წუთს, ამ დიდებულ საღამოს როცა ვიცი რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ემზადება....
„...მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა, სულ-საბავ, თუ ფანტაზია?! „
.... დიახ სიცხადეა, სიცხადე..... ამ დროს კი ალბათ ყველაზე მეტად ჩვენი დიდი წინაპრები ზეიმობენ: სულხან საბა, ვახტანგი, ერეკლე, ილია, ზვიადი და მერაბი.. ვულოცავ საქართველოს, მის მთავრობას, პრეზიდენტს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ნაბიჯს, დიდი ძალისხმევა, რუდუნება და სიდინჯე სჭირდება ისტორიულ შედეგს და დარწმუნებული ვარ ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება საქართველოს, დიდება ქართველ ხალხს!“ - წერს გიორგი კალანდია.
სხვა სიახლეები:
📌 არ მოგიწოდებთ ომისკენ, როგორც ამას თქვენი ხელისუფლება გეუბნებათ - რადას დეპუტატი
📌 „მეამაყება და დიახაც დავწერ, იტალიაში მყავს უკრაინელი მეგობარი ალინა“ - ემიგრანტის წერილი
1740940730
მსოფლიომარკო რუბიო - პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან
ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც...
1740940672
სპორტირაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები 43:5 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალის საგზურის გარდა, სა...
1740940602
მსოფლიოკირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...
1740936429
საზოგადოებაპატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ
„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...
1740933056
მსოფლიოსენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან
რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...