"რომელ ევროპაზეა საუბარი, როცა საქართველოში უამრავი ძაღლი, უბრალოდ სიკვდილის მოლოდინში დამშიებული და უწყლოდაა, და ფაქტობრივად განწირულია სასიკვდილოდ"

ფეისბუკგვერდი "ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი" შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"ცხოველთა მოყვარულმა დავით ტელიევმა მოგვწერა ეს წერილი , რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

გამარჯობა მინდა რამდენიმე სიტყვით მოგწეროთ ჩემს შესახებ, ცხოველების მოხალისედ ვარ ქ. კრაკოვში პოლონეთში.

ამას წინათ ვიყავით საქართველოში და საკმაოდ დრამატული ვითარება დამხვდა და ვერ შევძლებ ასეთ ვითარებას რეაგირების და გულგრილად ჩავუარო და მინდა რომ ეს სტატია განათავსოთ თქვენს ჯგუფზე მადლობა, რომ მიმიღეთ.

ნუ იქნები გულგრილი!

მინდა მივმართო იმათ, ვინც ფიქრობს და ამბობს, რომ ცხოველები უყვარს და არაფერს არ უშავებს, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მანამ, სანამ ქართველები არ შეცვლიან აზროვნებას და საკუთარი ქვეყნისთვის ზრუნვას არ დაიწყებენ მანამდე არ ეშველება არაფერი ამ ქვეყანას.

აბა მითხარით, რომელ საღად მოაზროვნე და ცხოველების მოყვარე ადამიანს შეუძლია საცოდავი უმწეო არსება მიაგდოს ავტობანზე, სადაც არც წყალია და არც საკვები, გონიერი ადამიანი ასე არასდროს არ მოიქცევა...

თუ გინდა ძაღლის გაგდება, მაინც ისეთ ადგილზე გაუშვი, სადაც საკვების მოპოვების საშუალება ექნება და მშიერი არ ამოხდება სული.

მესმის, რომ რთული ეკონომიკური ვითარებაა საქართველოში, და ბევრი ადამიანი შიმშილობს მშვენივრად მესმის ყველაფერი, მაგრამ ყველა ქალაქის ბაზრებსა თუ რესტორნებში ყოველთვის არის იმის საშუალება რომ რაიმე ლუკმა მოიპოვონ ასეთმა ძაღლებმა.

სამწუხაროდ არ გადავაადგილდებოდი  ავტომობილით, რომ ან რაიმე საკვები ან წყალი მაინც დამეტოვა მათთვის ავტობანზე, მაგალითად რიკოთზე, სადაც უამრავი ძაღლი უბრალოდ სიკვდილის მოლოდინში დამშიებული და უწყლოდაა, და ფაქტობრივად განწირულია სასიკვდილოდ.

მაგრამ ვითარება ნამდვილად ამაზრზენია და რეაგირება აუცილებლად თავად ხალხმა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა უნდა მოახდინონ, თუ ყოველთვის სირაქლემას პოზიცია ეჭირება ქართველ ხალხს  ვერასდროს წინ ვერ წავა.

ვინმეს ოდესმე დაფიქრებულა როგორი წარმოდგენა რჩებათ ტურისტებს განსაკუთრებით კი ევროპის ქვეყნიდან ჩამოსულებს?

თუ კარგად მახსოვს საქართველო და ქართველებს სურთ ევროპა, რომელ ევროპაზეა საუბარი, როცა ქვეყანა განვითარების ნაცვლად შუა საუკუნის ან რაც უარესი ქვის ხანისკენ მიიწევს.

მხოლოდ განათლების პრობლემა არაა, ეს უკვე ზრდილობის, ადამიანობის და გულგრილობის პრობლემაა რადგანაც გონიერი და საღად მოაზროვნე ქვეყანა და ერი არასდროს მსგავს რამეს არ დაუშვებს, არ მიიყვანს ვითარებას იმ დონემდე რომ ვინმე გაუნათლებელმა ასე გულგრილად მოექცეს უმწეო და დაუცველ არსებებს.

ნამდვილად მერწმუნე, რომ 10 დღის განმავლობაში ჩემი საქართველოში ყოფნისას ძალიან ხშირად შევესწარი ისეთ ვითარებას, სადაც უამრავ სოფლებსა თუ ქალაქებში საკვები უხვად იყო მაგრამ, არავის არ უნდოდა თითის განძრევა რომ სულ მცირე ლუკმა მიეცათ, და როცა ვაძლევდი ყველგან, სადაც კი ვიყავი საკვებს მიყურებდნენ ისე თითქოს, რაიმე სენსაცია ან რაიმე უცნაურს და დაუჯერებელს ვაკეთებდი".

ასევე დაგაინტერესებთ:

"ყოველდღე ვიღაცის წასვლის შესახებ ვიგებ - თითქოს იმათ ემიგრანტებმა თავს უშველეს და ჩვენ დავრჩით ახლა საშველები"

"ესაა წმ. გიორგის ხის მე-19 საუკუნის ეკლესია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში - სოფლის საწყობი იყო, ათასი ხარახურის და ნაგვის შესანახადაა ქცეული ეკლესია" 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743615549

სპორტი

ისტორიაში პირველად ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია

 ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა. ზურაბ კინწურ...

ზურაბ კინწურაშვილი

1743613806

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ ილონ მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უახლოეს კვირებში გადადგება

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება. ამის შესახებ ინფორ...

ილონ მასკის თქმით, ტრამპი USAID-ის დახურვაზე თანახმაა

1743611962

მსოფლიო

ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების შემოღება იტალიურ წარმოებას დიდ დარტყმას მიაყენებს

 იტალიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების შემოღება იტალიურ წარმოებას დიდ დარტყმას მიაყენებს. ჯორჯია მელონის თქმით, აუცილებელია ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა სავაჭრო ომი თავ...

ჯორჯია მელონი

1743611575

ახალი ამბები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინა

 საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. მომ...

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტ

1743608277

ახალი ამბები

გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს - ლევან ვეფხვაძეს, სოსო ფხაკაძეს და აკაკი საღირაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვი...

გელა სამხარაული