სოციოლოგი: "ყველა რუსი ერთია!" არის ექსტრემისტული განცხადება

სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე რუსი ეროვნების მოქალაქეების საქართველოში მასობრივ შემოდინებას და ამის ფონზე, ქართველების პროტესტს ეხმაურება:

"ფბ-ზე მასობრივად ვრცელდება შაბლონური ტექსტი, რომელიც ასე იწყება:

"მე, (სახელი და გვარი), საქართველოს მოქალაქე, ეროვნებით ქართველი, სასტიკი წინააღმდეგი ვარ, რუსი ეროვნების ადამიანის საქართველოში ლტოლვილად მიღების და საერთოდ მათ მიერ, ჩემი ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთის, თუნდაც ტურისტის სტატუსით და ა.შ.

არ ვარგა, მეგობრებო, ასე.

არ არის ეს ღირსეული განცხადება.

ღირსეული და რეპრესირებული ადამიანები რუსეთსაც ჰყავს და ნებისმიერი რუსის მიღებაზე კატეგორიული უარი სწორედაც, რომ ქსენოფობიაა.

ნუ გადავეშვებით მეორე უკიდურესობაში.

ამას ჯობია, მოვითხოვოთ სავიზო რეჟიმის და სამართლიანი "ფილტრების" შემოღება რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელებისთვის.

უნდა შევძლოთ და ერთმანეთისგან განვასხვაოთ პირობითად მიხეილ ფიშმანები და პირობითად თინა კანდელაკები.

"ყველა რუსი ერთია!" არის ექსტრემისტული განცხადება.

"მეორე რუსეთი" იმ გაგებით არ არსებობს, რომ ამ "მეორეს" სუსტი გავლენა აქვს რუსეთის საზოგადოებაზე და ფონს ვერ ქმნის, თორემ კარგი ადამიანები ყველა ქვეყანას ჰყავს, ყველამ ვიცით ეს", - წერს სოციოლოგი.

რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც პუტინის პოლიტიკას არ ეთანხმებიან ტოვებენ რუსეთს და სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრებიან, მათ შორის საქართველოში.

რუსეთის მოქალაქეების მასიურ შემოდინებას საქართველოში, ქართველები უმეტესად პროტესტით შეხვდნენ.

სხვა სიახლეები:

🔳 "შუა თბილისში ბომბის ჩამოგდება ახლანდელი რუსეთისთვის არანაირ მორალურ წინააღმდეგობას არ წარმოადგენს, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად" - დავით გადელია

🔳 "ავდგეთ და მივაქირავოთ 2008 წლის ომის მერე აშენებული სახლები დევნილთა დასახლებებში" - ფეისბუკმომხმარებელი რუს "ლტოლვილთა" ნაკადზე

🔳 "ეს "გადამფრენი ფრინველები" თუკი აქ დაიბუდებენ, უნდა გვახსოვდეს, რომ "ცივ ქვეყანაში" აღარ გაფრინდებიან, - აქ გადმოიტანენ იმ ქვეყანას!" - ბონდო მძინარაშვილი საქართველოსკენ დაძრულ "ლტოლვილების" ნაკადზე

🔳 ირინა სარიშვილი: არის ომი რუსეთში? არა! ამიტომ „რუსი ლტოლვილი“- ეს აბსურდული ტერმინი თავიდანვე გამოვრიცხოთ

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740770451

მსოფლიო

ზელენსკი თეთრ სახლს ადრე ტოვებს - Reuters

 უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან ემოციური კამათის შემდეგ თეთრ სახლს ადრე ტოვებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრი სახლის უსახელო წარმ...

ააა

1740769184

მსოფლიო

„ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის, მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება“ - ტრამპი

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაკომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში საუბრისას წარმოქმნილ უთანხმოებაზე. „დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბე...

ტრამპი და ზელენსკი

1740767388

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა ზელენსკის მიმართა - შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, მესამე მსოფლიო ომით და რასაც აკეთებ, ქვეყნის უპატივცემულობაა

 აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიზიტით მყოფი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „მესამე მსოფლიო ომით თამაშში“ დაადანაშაულა. „შენ თამაშობ მილიონობით ადამიანის სიცოცხლით, შენ თამაშობ...

ტრამპი

1740765093

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი. მოხარულები ვართ, რომ აშშ-შიც ამ ჭეშმარიტებამ გაიმარჯვა და კანონის დონეზე მიიღეს, რომ არის მხოლოდ ორი სქესი

 ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს ორი სქესი - ქალი და კაცი და კარგია, რომ აშშ-შიც კა...

ლევან მაჭავარიანი

1740764801

ახალი ამბები

სუს-ში აცხადებენ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიება“ ტარდება

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს მოსაცდელი დარბაზი დაატოვებინეს. საქართველოს პირველი არხი ფაქტის კომენტირებისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა. როგორც სუს-ის პრესსამსახურში...

ზოგადი