„ვფიქრობ, უკრაინამ ომი მოიგო, იმიტომ რომ როცა ომი დაიწყო რუსები ბანკომატებს მიაწყდნენ, უკრაინელები კი - კომისარიატებს“

სოციალური ქსელის მომხმარებელი ნინო ბექაური წერს.
„ვფიქრობ, უკრაინამ ომი მოიგო.
- იმიტომ რომ მოსახლეობის მიერ არ გავრცელებულა არც ერთი ფოტო, ვიდეო საკუთარი ჯარის გადაადგილების, ტელევიზიებს არ გაუშუქებიათ ეს პირდაპირ ეთერებში, არავინ აყოლილა რუსულ დეზინფორმაციას. შედეგად ინფორმაციული ომი იმდენად პირწმინდად მოიგო, რომ ნებისმიერი ადამიანი რომელიც ამ ომში უკრაინის ბრალეულობას დაინახავს, საკუთარ ინტელექტს და ადეკვატურობას დააყენებს ეჭვქვეშ.
- იმიტომ რომ როცა ომი დაიწყო რუსები ბანკომატებს მიაწყდნენ, უკრაინელები კი - კომისარიატებს;
- იმიტომ რომ როდესაც იარაღის დარიგება დაიწყო, იარაღი ზუსტად ისე დაიტაცეს, როგორც ჩვენ ვიტაცებდით 90-იანებში პურს. თურმე იარაღის ხმარებაც შეიძლება ისწავლო "პახოდუ", თუ ქვეყანამ გადაწყვიტა რომ თავი დაიცვას;
- იმიტომ რომ სრულიად უმნიშვნელო კუნძულს შეაკვდა 15 კაცი, სამაგიეროდ დაგვიტოვა ბრწყინვალე სიტყვები, როგორ უნდა უპასუხო "ია რასისკი კარაბლ"-ს;
- იმიტომ რომ სანამ ზელენსკი სამთავრობო კვარტალშია, მისი მთავარი ოპონენტი პოროშენკო კიევის შესასვლელში დგას იარაღით ხელში;
- იმიტომ რომ რუსის ჯარის დანახვაზე არავინ გავარდნილა ქუჩაში ყვავილებით და "ბაბაიას" ძახილით;
აწი არ ვიცი რა მოხდება, ვინ ვის გაურიგდება და ვინ რა დათმობაზე წავა, მაგრამ ხალხს ომი მოგებული აქვს, თუნდაც იმიტომ რომ ხალხმა რომელმაც რუსული ჩექმიდან გასაღწევად, ქუჩაში ფილაქნები აყარა და შეიარაღებულ ბერკუტს დაუშინა, ასე სიმწრით მოპოვებულ თავისუფლებას იმავე ჩექმას არ ჩააბარებს და ევრომაიდანის მსხვერპლს არ ეტყვის რომ ამაო იყო მისი მსხვერპლი.
ღირსეული ხალხია. გამძლეობა მათ“, - წერს ნინო ბექაური.
ასევე საინტერესოა:
🔵 რუსეთში Facebook-ზე წვდომას ნაწილობრივ ზღუდავენ
1740940730
მსოფლიომარკო რუბიო - პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ადამიანია დედამიწაზე, რომელსაც აქვს რაიმე შანსი, მიიყვანოს პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან
ჩვენ უნდა გავარკვიოთ, არსებობს თუ არა გზა, რომ ომი შეაჩერონ და ერთადერთი გზა ამის გასაკეთებლად არის რუსების ჩართვა მოლაპარაკებებში, რაც ევროპელებმა ვერ შეძლეს, ბაიდენის ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ან არც...
1740940672
სპორტირაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალი 16 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთის ნაკრები 43:5 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. ფინალის საგზურის გარდა, სა...
1740940602
მსოფლიოკირ სტარმერი - დროა, გავერთიანდეთ მშვიდობის ახალი გეგმის გარშემო, ევროპამ უნდა იტვირთოს მძიმე ტვირთი, ჩვენ ვეთანხმებით ტრამპს მდგრადი მშვიდობის გადაუდებელ საჭიროებაზე, ერთად უნდა შევასრულოთ ეს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა წარმოადგინა ოთხი ნაბიჯი, რომელზედაც ლიდერები ლონდონში სამიტის დროს შეთანხმდნენ. სტარმერის თქმით, უკრაინის მხარდასაჭერად ნებისმიერი ახალი შეთანხმება უნდ...
1740936429
საზოგადოებაპატრიარქი: ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, სხვისთვის პატიების თხოვნა, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი - მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ
„ხშირად გვიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა, - სხვისთვის პატიების თხოვნა, ან წყენის დავიწყება, მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მაგალითი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც ამქვეყნად მოვიდა ჩვენი ცხონებისათ...
1740933056
მსოფლიოსენატორი ლინდსი გრემი - დიდი მწუხარებით ვამბობ: ადამიანთა ბოლო ჯგუფი, რომელსაც თავისუფლების დასაცავად მოვიაზრებდი, ევროპელები არიან
რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის დაპირისპირებასა და ევროპელი მაღალჩინოსნების კომენტარებს სოციალურ ქსელში პასუხობს. „სასოწარკვეთილ, შეშფო...