„ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შემიძლია, კმაყოფილი არასდროს არ ვარ“ - ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩეხეთთან ფრედ დასრულებული თამაშის შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა.

მან საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ პორტუგალიასთან შეხვედრისთვის მაქსიმალურად მოემზადებიან.

„ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. ისე ვგრძნობდით თავს, თითქოს საქართველოში, საკუთარ მოედანზე ვთამაშობდით. რაც შეეხება თამაშს, გიორგი მამარდაშვილმა ძალიან მაგარი თამაში აჩვენა, ბევრჯერ გადაგვარჩინა და ალბათ, ამიტომაც არის ის საუკეთესო მეკარე.

რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ჩვენც გვქონდა მომენტი. ბოლოსაც გამოჩნდა, რომ საერთოდ მოგება შეგვეძლო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე თამაშებში ვაჩვენეთ, რომ ყველაფერი შესაძლებელია ჩვენთვის, ყველა გუნდთან შეგვიძლია თამაში და სანამ 1%-იც არის შანსი, გავალთ და ვიბრძოლებთ ბოლომდე“, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად კმაყოფილია საკუთარი თამაშით, ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნა:

„არ ვიცი რამდენად ოპტიმალურ ფორმაში ვარ, მაგრამ რაც შემიძლია ვთქვა, ნაკრებში ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ, ვცდილობ გავაკეთო იმის მიუხედავად, რომ ჩემს პოზიციაზე არ მიწევს თამაში, მაგრამ ბედნიერი ვარ და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი შემიძლია, კმაყოფილი არასდროს არ ვარ“, - ამბობს კვარაცხელია.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1719511343

საზოგადოება

„აღარ იკითხოთ ღმერთი სად არისო, ვერ დაინახეთ?! სტადიონზე იყო გუშინ ღმერთი, იმ ქართველ ქომაგებში იჯდა... როგორ ვერ დაინახეთ?! “ - თათია ზუხბაია

ჟურნალისტი თათია ზუხბაია სოციალურ ქსელში საქართველო - პორტუგალიის თამაშს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „ექსკლუზივი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო დროს მე, რომ ყველაფერზე...

თათია და ნაკრები

1719507903

ახალი ამბები

„საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები არის დიასპორის ერთობის მაგალითი და დადასტურება იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად“ - ილია მეორე

„საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები არის დიასპორის ერთობის მაგალითი და დადასტურება იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-...

ზოგადი

1719507663

სოციალური მედია

„საქართველოს ყველა კუთხეს საკუთარი მზის ამოსვლა აქვს, სამეგრელოში მზე მზე აღარ არის - უკვე ბურთია... ხვიჩა დაინახა, მასთან მეგობრობა მოუნდა“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა და პლეიოფის საგზური მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა, 4 ქულა...

გიორგი კეკელიძე და ხვიჩა კვარაცხელია

1719502774

ახალი ამბები

პატრიარქმა ჩვენს ნაკრებს, თამაშის წინ, გერმანიაში ხატი გაუგზავნა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენს ნაკრებს, გერმანიაში, პატრიარქმა გაუგზავნა ღვთისმშობლის ხატი, რომელზედაც უწმინდესმა ჩვენი ფეხბურთელებისთვის ილოცა.  „მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ჩ...

საქართველოს ნაკრები

1719497848

სოციალური მედია

„მიწასთან გასწორებენ, გლანძღავენ და მაინც მათივე ბედნიერებისთვის რომ იბრძვი...“ - ნინო ნადირაძე სანიოლზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა და პლეიოფის საგზური მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა, 4 ქულა...

ნინო ნადირაძე