„პასუხს აგებს ის ვინც იღებს გადაწყვეტილებებს, საბა ლობჟანიძე, რომელმაც დღეს ის გადამწყვეტი გოლი ვერ გაიტანა ამერიკაში თამაშობ... მის ადგილზე ბუდუ გაიტანდაო ვინც წერთ, ბუდუ იმ სისწრაფეზე შესაძლოა ვერც დასწეოდა ჩაკვეტაძეს“ - ზაზა კოშკაძე

მწერალი ზაზა კოშკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველო - ჩეხეთის თამაშს ეხმაურება, რომელიც 1 - 1 დასრულდა.

„საბა ლობჟანიძე, რომელმაც დღეს ის გადამწყვეტი გოლი ვერ გაიტანა ამერიკაში თამაშობს. ევროზე წამოსვლამდე აი, ასეთი ორი გოლი გაუტანა იმ გუნდს, რომელშიც მესი თამაშობს და მარტომ მოუგო ფაქტობრივად. ამის გამო გამოიყვანა ის სანიოლმა. ის ყველაზე სწრაფია ნაკრებში.

მის ადგილზე ბუდუ გაიტანდაო ვინც წერთ, თქვენ საყვარელ ფეხბურთელს მაინც უყურეთ. ბუდუ იმ სისწრაფეზე შესაძლოა ვერც დასწეოდა ჩაკვეტაძეს, და მაგ დასარტყმელ პოზიციაში დიდი შანსია ვერ აღმოჩენილიყო. სწორედ ამიტომ იყო იქ საბა და არა ბუდუ. საერთოდაც საბა ბუდუს შემცლელი არაა, მიქაუტაძეა ან კვარა.

და ასეთი გოლის გამაზვაზე ცუდი იცით რა არის, როცა წარმოდგენა არ გაქვს რაზე ლაპარაკობ და მაინც ჩხუბობ ასე უნდა ყოფილიყოო. შოკში ვარ ისეთებს ვკითხულობ მართლა. დაუშვით ის რომ სანიოლი ავარჯიშებს გუნდს და ყველაზე კარგად მან იცის ვინ რა კონდიციაშია.

შეიძლება სანიოლი შეცდა შეცვლებში, ეგ არავინ იცის, და ვერავინ გაიგებს. მაგრამ უნდა გესმოდეთ ფეხბურთი როგორ მუშაობს. პასუხს აგებს ის ვინც იღებს გადაწყვეტილებებს. არ შეიძლება ერმა დააყენოს სასტავი და მერე შედეგზე მწვრთნელმა აგოს პასუხი. ეგრე არ ხდება. ამიტომ, მენეჯერი არის დიქტატორი, რადგან ის თავისი ყველაფრით აგებს შედეგებზე პასუხს.

ისე კი, მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი გამოსვლა არანაირად არ ითვლება ცუდ გამოსვლად.
„ბუდუ რომ ყოფილიყო მოვიგებდით“ ხალხს მინდა ლოყები დაგიჩქმიტოთ, ისეთი საყვარლები ხართ.
რა უკმაყოფილებაა, რა ხდება. ვთამაშობთ ევროზე, ვთამაშობთ რის ტრაკიც გვაქვს იმას და ვაჩვენებთ საკმაოდ კარგ შედეგებს აუტსაიდერის კვალობაზე“, - წერს ზაზა კოშკაძე. 

შეგახსენებთ, საქართველომ F ჯგუფის დაძაბულ პირველ შეხვედრაში თურქეთთან 1:3 წააგო, ჩეხეთთან კი ფრე 1:1 ითამაშა. ჯგუფში ბოლო შეხვედრას საქართველო პორტუგალიის წინააღმდეგ 26 ივნისს გამართავს. 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1719511343

საზოგადოება

„აღარ იკითხოთ ღმერთი სად არისო, ვერ დაინახეთ?! სტადიონზე იყო გუშინ ღმერთი, იმ ქართველ ქომაგებში იჯდა... როგორ ვერ დაინახეთ?! “ - თათია ზუხბაია

ჟურნალისტი თათია ზუხბაია სოციალურ ქსელში საქართველო - პორტუგალიის თამაშს ეხმაურება და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „ექსკლუზივი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო დროს მე, რომ ყველაფერზე...

თათია და ნაკრები

1719507903

ახალი ამბები

„საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები არის დიასპორის ერთობის მაგალითი და დადასტურება იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად“ - ილია მეორე

„საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები არის დიასპორის ერთობის მაგალითი და დადასტურება იმისა, თუ რა შეუძლია ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მიზნის მისაღწევად“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-...

ზოგადი

1719507663

სოციალური მედია

„საქართველოს ყველა კუთხეს საკუთარი მზის ამოსვლა აქვს, სამეგრელოში მზე მზე აღარ არის - უკვე ბურთია... ხვიჩა დაინახა, მასთან მეგობრობა მოუნდა“ - რას წერს გიორგი კეკელიძე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა და პლეიოფის საგზური მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა, 4 ქულა...

გიორგი კეკელიძე და ხვიჩა კვარაცხელია

1719502774

ახალი ამბები

პატრიარქმა ჩვენს ნაკრებს, თამაშის წინ, გერმანიაში ხატი გაუგზავნა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენს ნაკრებს, გერმანიაში, პატრიარქმა გაუგზავნა ღვთისმშობლის ხატი, რომელზედაც უწმინდესმა ჩვენი ფეხბურთელებისთვის ილოცა.  „მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ჩ...

საქართველოს ნაკრები

1719497848

სოციალური მედია

„მიწასთან გასწორებენ, გლანძღავენ და მაინც მათივე ბედნიერებისთვის რომ იბრძვი...“ - ნინო ნადირაძე სანიოლზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა და პლეიოფის საგზური მოიპოვა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა, 4 ქულა...

ნინო ნადირაძე