“ქართული ტალანტი”, “ჯადოქარი”, “კვარდონა”, “ფენომენი” - ხვიჩა კვარაცხელია იტალიური მთავარი სპორტული გამოცემის პირველ გვერდზე

“ქართული ტალანტი”, "ვარსკვლავბიჭუნა",“ჯადოქარი”, "კვარადონა", “ფენომენი”- ასეთი შეფასებები იწერებოდა სოციალურ ქსელებში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, ორ მატჩში სამი საოცარი გოლის გატანის შემდეგ.
ქართული და ახლა უკვე იტალიური ფეხბურთის სიამაყე, დღეს იტალიური მთავარი სპორტული გამოცემის Corriere dello sport-ის პირველ გვერდზეა სათაურით - "კვარასტელა" (კვარავარსკვლავი), ნაპოლის ახალი სინათლე".
გუშინ, დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონის ტრიბუნები, ხვიჩას გვარს უკვე უშეცდომოდ სკანდირებდნენ. ქალაქში, სადაც ფეხბურთი რელიგიასთან არის გათანაბრებული, ფეხბურთის ახალი ვარსკვლავი დაიბადა და ის ქართველია.
ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის ტექნიკურ-ტაქტიკურ მხარეებზე სპორტული ჟურნალისტები უკეთ გიამბობენ, მე კი, როგორც ემიგრანტი ჟურნალისტი, თავს უფლებას მივცემ ის დავწერო რასაც ვგრძნობ, რადგან მხოლოდ ჩემთვის, ვერ ვიტევ ამ ზღვა ემოციას.
დავჯექი სტატიის დასაწერად, გავხსენი ვორდის ფაილი და გადავხედე გუშინდელ იტალიურ სპორტულ ახალ ამბებს, რომ თქვენთვის დეტალები მომეყოლა, მაგრამ გუშინდელივით, ისევ ტირილი დავიწყე. 10 წლიანი ემიგრაციის ფონზე, შენი ქართველის ამხელა წარმატება და ათასობით იტალიელის ხმის ჩახლეჩამდე ქართული გვარის და საქართველოს ყვირილი, ყოვლისმომცველი აღმოჩნდა. დეტალებზე შემდეგ სტატიაში მოგიყვებით, ახლა კი უბრალოდ მინდა ვთქვა
გ მ ა დ ლ ო ბ, ხ ვ ი ჩ ა!
ნინა მამუკაძე სპეციალურად ფლორენციიდან.
1740501228
სპორტიცნობილია, როდის დაიწყება საქართველო-სომხეთის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა
უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორ მატჩიან დაპირისპირებაზე ბილეთების გაყიდვა იწყება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 23 მარტს, თბილისში,...
1740500132
ახალი ამბები„ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს, ნუ შეუშლით ხელს შტაბის მუშაობას“ - საკოორდინაციო შტაბის განცხადება
დიდთოვლობასთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო შტაბი განცხადებას ავრცელებს. „მოგეხსენებათ, რომ სტიქიიდან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გურიისა და აჭარის რეგიონებში, არის საკმაო...
1740497028
ახალი ამბებიხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტ...
1740495360
ახალი ამბებინანუკა ჟორჟოლიანმა კახეთში მიმავალი „ოფროუდის“ მოყვარულთა ჯგუფი, დასავლეთ საქართველოს სოფლებში წამსვლელ მოხალისეებად გაასაღა
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, სოციალურ ქსელის მეშვეობით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, კახეთში მიმავალი „ოფროუდის“ მოყვარულთა ჯგუფი, მან ქუთაისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით წამსვლელ მოხალ...
1740493864
ახალი ამბებიგარდაცვლილი 107 წლის ქალის შვილთაშვილი: უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავის შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან, ჩემი დიდი ბებია ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა
„უმორჩილესად გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ჩემი დიდი ბებია ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა“, - განაცხადა გურიაში გარდაცვლილი 107 წლის ქალის შვილთაშვილმა შორენა გურგენიძემ....