ევროპას რაკეტებზე და ტანკებზე მეტი ძალა აქვს - უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის მთავრობას და გერმანელ ხალხს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის მოქალაქეებს მოუწოდა შეწყვიტონ ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა რუსეთთან, რათა რუსეთმა ვეღარ შეძლოს  უკრაინასთან ომის გაგრძელება. 

„არ დააფინანსოთ რუსეთის სამხედრო მანქანები, არც ერთი ევრო ოკუპანტებისთვის, დახურეთ თქვენი ყველა პორტი, არ მიაწოდოთ მათ საქონელი, უარი თქვით რუსეთის ენერგორესურსებზე, აიძულეთ რუსეთი დატოვოს უკრაინა“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში. 

მისი თქმით, იმ დროს, როცა გერმანია რუსეთთან  ბუნებრივი აირის მიწოდებაზე,მოლაპარაკებებს აწარმოებდა „ჩვენ გავაფრთხილეთ თქვენი პოლიტიკოსები, რომ ეს საშიში იყო. „ჩვენ ვთქვით, რომ  ამ ომის თავიდან ასაცილებლად სანქციები იყო საჭირო. 

გერმანელებო! თქვენ გაქვთ ძალა. ევროპას რაკეტებზე და ტანკებზე მეტი ძალა აქვს. თქვენს ბანკებთან და კომპანიებთან ვაჭრობის გარეშე, რუსეთს არ ექნება სახსრები ამ ომისთვის", - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთს სურს უკრაინაზე შორს წასვლა,"მათ ყველგან უნდათ წასვლა, თქვენთან უნდათ მოსვლა!“ - თქვა მან.  

„მჯერა, რომ მშვიდობა შესაძლებელია, მაგრამ თქვენ უნდა იმოქმედოთ იმისათვის, რომ მიაღწიოთ მშვიდობას. ”ისე, რომ ჩვენს გზებზე გადაადგილება კვლავ ისეთივე უსაფრთხო იყოს, როგორც თქვენთან”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

ასევე საინტერესოა

🔷ვინ არის ქალი, რომელმაც ბავშვთა სახლის 30 აღსაზრდელი გადაარჩინა?

🔷„ომის 26-ე დღეა და უკრაინელები ისევ კბილებით იცავენ ყველა პოზიციას და უფრო ხშირად გადადიან კონტრშეტევაზე“ - თინათინ რუხაძის მიმოხილვა

🔷დიდი სირთულეების შემდეგ, საბერძნეთის კონსულმა მარიუპოლში, სამშობლოში დაბრუნება შეძლო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740683706

ახალი ამბები

ისრაელში, ავტობუსის გაჩერებაზე ხალხში ავტომობილი შევარდა, შედეგად 13 ადამიანი დაშავდა

 მედიის ინფორმაციით, ისრაელში, ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ ხალხში ავტომობილი შევარდა. შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი....

ისრაელი

1740681563

სპორტი

ქართველი მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ვიცე-ჩემპიონია

 ალბანეთში 2025 წლის სეზონის მეორე სარეიტინგო ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალური ათლეტის სტ...

ვლადიმერ გამყრელიძე

1740680280

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა 28 თებერვალს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს განაახლებს, რამდენიმე რეისს კი აუქმებს

 საქართველოს რკინიგზა უამინდობის პირობებში რეისებთან დაკავშირებით განცხადებასავრცელებს. რკინიგზის ცნობით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორი რეისი განახლდება, რამდენიმე რეისი კი, უამინდომის გამო...

თოვლი

1740679161

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში - 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ

 ვინმეს თუ აღარ ახსოვს, როგორ გვითრევდნენ ომში, 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინის პრემიერი მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოს მთავრობა აიძულონ, უკრაინაში მებრძოლები გაგზავნონ, – ამის შესახებ საქართველოს...

შალვა პაპუაშვილი

1740679054

ახალი ამბები

ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო...

ზოგადი