დიდი სირთულეების შემდეგ, საბერძნეთის კონსულმა მარიუპოლში, სამშობლოში დაბრუნება შეძლო

დიდი სირთულეების შემდეგ, საბერძნეთის კონსულმა მარიუპოლში, მანოლის ანდროულაკისმა სამშობლოში დაბრუნება შეძლო.
მას ოჯახის წევრები ათენის ელეფთერიოს ვენიზელოს აეროპორტში დახვდნენ.
მანოლის ანდროულაკისმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმ ტრაგედიაზე, რაც მარიუპოლსა და უკრაინაში ტრიალებს და ყველას ომის შესაწყვეტად ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდა, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება.
მისი განცხადებით, მარიუპოლი, რომელიც საერთოდ აღარ ჰგავს მორიუპოლს, დაემატება ომების შედეგად განადგურებულ ქალაქების სიას, როგორიცაა გერნიკა და ალეპო.
საბერძნეთის კონსული ალყაში მოქცეულ მარიუპოლში, სამხედრო მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა. დიპლომატის ოჯახმა საბერძნეთის ხელისუფლებას სთხოვა გამოეჩინათ ყველაზე მოსახერხებელი გზა მისი სამშობლოში დასაბრუნებლად, რადგან კონსულის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
საბერძნეთის ხელისუფლების და ასევე უკრაინის პრეზიდენტის, მაქსიმალური ძალისხმევის შედეგად დიპლომატი სამშობლოში მშვიდობით დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნებულ კონსულს, პრემიერ-მინისტრი უახლოეს დღეებში შეხვდება.
ანდროულაკისი იყო ბოლო ევროპელი დიპლომატი, რომელმაც მარიუპოლის ომის ზონა დატოვა.
კონსულმა, მარიუპოლიდან თავის დაღწევაში და სამშობლოში დასაბრუნებლად გაწეული უზარმაზარი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა საბერძნეთის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე უკრაინის პრეზიდენტს ზელენსკის. მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ ორ უცნობ ოჯახს, რომელთაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ის შეიფარეს.
ასევე საინტერესოა
1740667174
მსოფლიოაზერბაიჯანში ეთილის სპირტით მოწამვლის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ეთილის სპირტით მოწამვლის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლით „...
1740667037
სპორტისაქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა
უეფას ერთა ლიგის პლეი ოფში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია – ინფორმაციას ეროვნული ნაკრების ოფიციალური გვერდი ავრცელებს. უეფას ერთა ლიგის პლეი ოფში საქა...
1740666923
სპორტივლადიმერ გამყრელიძე სარეიტინგო ტურნირის ფინალშია
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს ოთხ წონით კატეგორიაში (79, 92, 97 და 125 კგ) შვიდმა ქართველმა იასპარეზა. შეჯიბრებაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლ...
1740666859
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონ სოფელ ბაილეთში მოწყობილ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა...
1740666823
მსოფლიოპუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს იძლევა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს იძლევა. „თქვენ ხედავთ, რამდენად სწრაფად იცვლება მსოფლიო და გლობალური გარემო. ამ კონტე...