მედია: ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ „უარესი ჯერ კიდევ წინ არის“

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ პუტინი მთელი უკრაინის დაკავებას ცდილობს და რომ „უარესი ჯერ კიდევ წინ არის“. ამის შესახებ უკრაინული მედია ფრანგულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

არსებული ცნობებით, პუტინმა მაკრონს გამოუცხადა უფრო ფართო გადაწყვეტილების თაობაზე, გააგრძელოს შეტევა მთელ ქვეყანაზე „კონტროლის აღების მიზნით“.

როგორც მედია წერს, მხარეთა შორის გამართული საათნახევრიანი სატელეფონო საუბრის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა მაკრონს განუცხადა, რომ „რუსული არმიის ოპერაცია მოსკოვის გეგმის მიხედვით ვითარდება“. პუტინის თქმით, თუ უკრაინელები მის პირობებს არ მიიღებენ, სიტუაცია დაიძაბება.

„პრეზიდენტი მაკრონი ელოდება უარესს იმის გათვალისწინებით, რაც მას პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა“, – აცხადებენ ელისეს სასახლის წყაროები.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, პუტინმა ასევე დაადასტურა, რომ აპირებს უკრაინის „დენაციფიკაციას“, რასაც ომის დაწყებისთანავე აცხადებდა.

არსებული ცნობებით, პუტინმა მაკრონს რუსული პირობები დეტალურად გააცნო: „უპირველეს ყოვლისა, უკრაინის დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი, რათა არასოდეს იყოს საფრთხე რუსეთისთვის მისი ტერიტორიიდან“.

მედიის ინფორმაციით, პუტინმა ასევე უთხრა მაკრონს, რომ „ინფორმაცია კიევზე სარაკეტო თავდასხმების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“.

როგორც ცნობილია, მაკრონმა სატელეფონო საუბარი ჯერ პუტინთან გამართა, შემდეგ კი უკრაინელ ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა.

წყარო: პირველი არხი

ასევე საინტერესოა:

🔵 „თუ ვინმე დარჩა მშობლების გარეშე, ვასწავლი, ამერიკაში წავიყვან მოვუვლი და სიყვარულს არ მოვაკლებ!“ - რას წერს ნინი შერმადინი

🔵 საბერძნეთი უკრაინელი ლტოლვილების დასაქმებას და სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736965651

მსოფლიო

პრობლემა, რომელსაც უკრაინა აწყდება, ის კი არ არის, რომ მათ ფული ეწურებათ, არამედ ის, რომ მათ უკრაინელები ეწურებათ - აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი

მარკო რუბიომ, რომელიც აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა, განაცხადა, რომ აშშ-ის ოფიციალური პოზიცია უნდა იყოს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს. მარკო რ...

მარკო რუბიო

1736963538

მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ჩვენ გვაქვს შეთანხმება მძევლებისთვის ახლო აღმოსავლეთში, მათ ძალიან მალე გაათავისუფლებენ

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა. ტრამპის თქმით, მძევლები მალე გათავისუფლდებია...

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი

1736961451

საზოგადოება

პრემიერი: გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, გეკისრება თმენის ვალდებულება

ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში, იქ ნამდვილად გაქ...

ირაკლი კობახიძე

1736959813

ახალი ამბები

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

ტრადიცია გრძელდება - ძველით ახალი წელი თბილისის მერმა კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას საზეიმო კონცერტით მიულოცა და სამტრედიაში მცხოვრებ ადეიშვილების ოჯახს საჩუქრად საცხოვრებელი სახლი გადასცა. მარტოხე...

კახა კალაძე

1736958581

ახალი ამბები

ეს არის ოპოზიციის მორიგი უსუსური „პერფორმანსი“, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს - ირაკლი კობახიძე გაფიცვის კამპანიაზე

„ეს არის რადიკალური ოპოზიციის მორიგი უსუსური პერფორმანსი, რასაც, რა თქმა უნდა, არავითარი ფასი არა აქვს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართული გაფიცვის კამპანიაზე საუბრისას...

ირაკლი კობახიძე