ნატომ უკრაინის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას მხარი არ დაუჭირა

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა განიხილეს უკრაინის თხოვნა მისი საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით, თუმცა მას მხარი არ დაუჭირეს.
სტოლტენბერგის განმარტებით, უკრაინის საჰაერო სივრცის ჩასაკეტად ერთადერთი გზა არსებობს - ნატოს საჰაერო ძალებმა რუსეთის თვითმფრინავები უნდა ჩამოყაროს, რაც ევროპაში სრულმასშტაბიან ომს გამოიწვევს.
მისი თქმით, სწორედ ამ მიზეზით, ნატო არ გეგმავს კონფლიქტში ჩართვას არც ხმელეთზე და არც ცაში.
„ეს იქნება კიდევ უფრო სახიფათო, უფრო დამანგრეველი და მოიტანს დიდ ადამიანურ წამებას. ამიტომ, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებთ უკრაინაში შესვლას, არც ხმელეთით, არც უკრაინის საჰაერო სივრცეში. რა თქმა უნდა, ერთადერთი გზა საჰაერო სივრცის ჩასაკეტად, არის ნატოს სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინის საჰაერო სივრცეში და ჩაკეტილი საჰაერო ზონის შექმნა რუსული თვითმფრინავების ჩამოგდების გზით.
ჩვენ გვესმის სასოწარკვეთა, მაგრამ ასევე გვჯერა, რომ თუ ამას გავაკეთებთ, ეს, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს სრულმასშტაბიან ომამდე ევროპაში უფრო მეტი ქვეყნის ჩართულობით და მიგვიყვანს ბევრად მეტ ადამიანურ ტანჯვამდე.
ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც მივედით ამ მტკივნეულ გადაწყვეტილებამდე, რომ გამოვიყენოთ მძიმე სანქციები, მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ უკრაინას, გავაძლიეროთ ეს დახმარება, მაგრამ ეს გავაკეთოთ ნატოს ძალების უშუალოდ კონფლიქტში ჩაურთველად არც ხმელეთზე და არც ცაში,“- განაცხადა სტოლტენბერგმა.
ასევე საინტერესოა:
🔵 თამარ გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი და ქეთა თოფურია ხვალ კრემლში იმღერებენ - ნეტგაზეთი
1740986829
მსოფლიოCNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...