რუსეთ-უკრაინის ომს პირველი ჟურნალისტი ემსხვერპლა

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის გაშუქებას, მედიის პირველი წარმომადგენელი, ადგილობრივი ოპერატორი ემსხვერპლა.

როგორც უკრაინულ ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ოკუპანტების თავდასხმას KievLive-ის ოპერატორის - ევგენი საკუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იგი, კიევის ტელეანძაზე გუშინდელი თავდასხმის შედეგად დაღუპული 5 პირიდან ერთ-ერთია, ხოლო დანარჩენი 4 დაღუპული პირის ვინაობის დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ იტყობინება, რომ უკრაინაში ომის გაშუქებისას 2 დანიელი ჟურნალისტი დაჭრეს:

გავრცელებული ინფორმაციით 26 თებერვალს, უკრაინის ქალაქ ოხტირკაში დანიური ტაბლოიდის, Ekstra-Bladet-ის რეპორტიორი სტეფან ვაიკერტი და ფოტოგრაფი ემილ ფილტენბორგ მიკკელსენი დაბომბილი საბავშვო ბაღის გადასაღებად ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, როდესაც ჟურნალისტების ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, მიუხედავად იმისა, რომ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები ეცვათ, ორივე მათგანმა სერიოზული ჭრილობები მიიღო. ამჟამად მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ორგანიზაციის ცნობით, 2014-2016 წლებში დონბასის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს ათი ჟურნალისტი დაიღუპა.

RSF-ის 2021 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში უკრაინა 180-ც ქვეყანას შორის 97-ე, რუსეთი კი 150-ე ადგილს იკავებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740988176

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის - გაგვწირეს უცხოელებმა, „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ - ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია

უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით,...

შალვა პაპუაშვილი

1740986829

მსოფლიო

CNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...

ტრამპი და პუტინი

1740983813

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.  3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...

საქართველოს რკინიგზა

1740982120

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...

ირაკლი კობახიძე

1740981935

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება

ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...

საფრანგეთს პრეზიდენტი