"რუსეთი ზელენსკის ყალბ ვიდეოს ამზადებს, სადაც პრეზიდენტი თითქოს უკრაინის კაპიტულაციას გამოაცხადებს. ეს ყალბია" - უკრაინის დაზვერვა მოსახლეობას აფრთხილებს

უკრაინის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ რუსეთი ამზადებს ე.წ დიპფეიკს, ანუ არარეალურ ვიდეომასალას, რომელშიც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვა და უკრაინის კაპიტულაციის შესახებ განცხადებას გააკეთებს.
"ეს არ იქნება რეალური ვიდეო.
ასეთი ტექნოლოგიების საშუალებით, დამზადებული ვიდეოები თითქმის არ განსხვავდება რეალურისგან.
ეს ყალბია!
მისი მიზანია დეზორიენტაცია, პანიკის დათესვა, მოქალაქეების სასოწარკვეთა და დარწმუნება, რომ ჩვენი ჯარები დანებდნენ.
დარწმუნებულები იყავით – უკრაინა კაპიტულაციას არ აპირებს!" – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინის დაზვერვის განცხადებით, ამ სიყალბის მიზანია პანიკის დათესვა, მოქალაქეების სასოწარკვეთა და უკრაინის ჯარის დარწმუნება, რომ დანებდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვა კი პროგნოზირებს, რომ სწორედ ეს მაღალტექნოლოგიური მეთოდი იქნება მთავარი იარაღი დეზინფორმაციულ ომებში.
სხვა სიახლეები:
🔴 CNN: ხარკოვის სამ სკოლასა და ტაძარზე რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა - დაიღუპა 4 მოქალაქე
🔴 "ისინი კლავენ ბავშვებს და ქალებს - ჯარი კი არა ტერორისტები არიან" - უკრაინის თავდაცვის მინისტრი
1740986829
მსოფლიოCNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...
1740983813
ახალი ამბებისაქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება. 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...
1740982120
ახალი ამბებიპრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა
დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...
1740981935
მსოფლიომაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება
ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...
1740979239
ახალი ამბებიპარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ
პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...