შეტევებისა და ჩვენი შვილების დახოცვის გაგრძელებას აპირებენ, ეს ბოროტებაა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთმა დაარღვია პირობა, რომლის მიხედვითაც  დასახლებულ პუნქტებს არ დაბომბავდნენ.  ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ შემოჭრის პირველი დღიდან რუსებმა დასახლებული პუნქტები დაბომბეს, რაც მისი შეფასებით ლაჩრობაა.

"ხალხი სამშობლოს დასაცავად ფეხზე დადგა და მტერმა მათ პირდაპირ ცეცხლი გაუხსნა. ეს ტერორია. ისინი შეტევებისა და ჩვენი შვილების დახოცვის გაგრძელებას აპირებენ. ეს ბოროტებაა. ბოროტება, რომელიც ჩვენს მიწაზე მოვიდა და რომელიც უნდა გავანადგუროთ.

პირობა მოგვცეს, რომ დასახლებულ პუნქტებს არ დაბომბავდნენ, თუმცა მოგვატყუეს. შემოჭრის პირველი დღიდან რუსებმა დასახლებული პუნქტები დაბომბეს. ელექტრო სადგური, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და საცხოვრებელი სახლები ინტენსიური შეტევის სამიზნეა. იმის გამო, რასაც ოკუპანტი აკეთებს, კიევში, ხარკოვში, ოდესასა და სხვა ქალაქებში, საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა გასამართლდეს. ყველა კანონდარღვევას ვაფიქსირებთ.

უკრაინული ძალები მედგრად დგანან და მტრის გეგმას ანადგურებენ. ჩვენი მებრძოლების წინააღმდეგობა უმაღლეს შეფასებას იმსახურებს. მართალია ეს ძვირი დაგვიჯდება თუმცა, სიცოცხლეზე, სამშობლოზე და თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერია", - აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდნტი მადლობას უხდის პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ რუსეთი SWIFT-დან გათიშეს.

"დასავლელი მეგობრები მხარდაჭერას გვიწევენ. ანტი-საომარი კოალიცია მუშაობს. ვესაუბრე მეგობრებს, მათ შორის ნიდერლანდების პრემიერს, საქართველოს პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერს. მადლობა დასავლეთს რუსეთის SWIFT-ის ფინანსური სისტემიდან გათიშვის გამო. განსაკუთრებული მადლობა პრეზიდენტ ანდჟეი დუდას რომელიც პირადად ლიდერობს უკრაინის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანების საკითხს. რუსეთი ბოროტების გზაზეა. მსოფლიომ მას გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ხმის მიცემის უფლება უნდა წაართვას. უკრაინელებო, ჩვენ ზუსტად ვიცით რასაც ვიცავთ, ჩვენ გავიმარჯვებთ", - ამბობს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით შექმნილ პეტიციას 30 წუთში ხელი 34 ათასმა ადამიანმა მოაწერა

🔵ევროპული საქართველო არაფერ შუაშია კონცერტის ორგანიზებასთან საერთოდ - საერთოდ! - თამარ ჩერგოლეიშვილი

🔵ნოვაია-კახოვკა რუსმა ოკუპანტებმა აიღეს - უკრაინული მედია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737033918

ახალი ამბები

ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

ბულგარეთის პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კოალიცია „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის – დემოკრატიული ძ...

ბულგარეთის პარლამენტ

1737033492

მსოფლიო

კერი ბრედშოუს სახლს ტურისტებისგან „დასაცავად“ რკინის ღობეს გაუკეთებენ

ცნობილი საკულტო ამერიკული სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ გმირის კერი ბრედშოუს სახლს ტურისტებისგან „დასაცავად“ რკინის ღობეს გაუკეთებენ. აღნიშნულის შესახებ „გარდიანი“ იტყობინება. მედიასაშუალების ცნობით, ს...

კერი ბრედშოუ

1737033176

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8412 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.8446 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი

1737030555

ახალი ამბები

აკა მორჩილაძე ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე განმეორებით წარადგინეს

ქართველი მწერალი აკა მორჩილაძე 2025 წლის ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში წარადგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი ავრცელებს. გადაწყვეტილება სწორ...

აკა მორჩილაძე

1737030381

სპორტი

„სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის“ - ბოლო ცნობები პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის შესახებ

ფრანგული გამოცემის Le Parisien ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია პარიზში დღეს ჩავა, სამედიცინო შემოწმებას კი 17 იანვარს გაივლის. როგორც გამოცემა წერს, სავარაუდოდ, ხვალვე გაოფიციალურდება 23 წლის ქართველის ტრან...

ხვიჩა კვარაცხელია