ბაიდენი პუტინს უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს, უკრაინის საზღვრებთან სიტუაციის დეესკალაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

წინააღმდეგ შემთხვევაში ჯო ბაიდენი, ვლადიმერ პუტინს გადამწყვეტი ნაბიჯებით დაემუქრა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ ბაიდენისა და პუტინის სატელეფონო მოლაპარაკება 50 წუთს გაგრძელდა. 

„რუსეთის პრეზიდენტთან საუბარში ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები გადამწყვეტ პასუხს გასცემენ რუსეთს, თუ ის კიდევ შეიჭრება უკრაინაში. ბაიდენმა ასევე მხარი დაუჭირა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს, რომელიც მომავალ წელს დაიწყება ორმხრივი სტრატეგიული დიალოგით, ნატო-ში, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთოში. აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა, რომ არსებითი პროგრესი ამ დიალოგში შესაძლებელია მხოლოდ დეესკალაციის პირობებში და არა ესკალაციის შემთხვევაში“, – ნათქვამია  განცხადებაში.

კრემლში აცხადებენ, რომ ბაიდენმა პუტინთან საუბარში განაცხადა, რომ ბირთვული ომის დაწყება დაუშვებელია.

„მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ბირთვული ომის დაწყება არ შეიძლება, ასევე, რომ ამ ომის მოგება შეუძლებელია“, – აღნიშნულია  რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის  გავრცელებულ ინფორმაციაში.

იური უშაკოვის თქმით, ბაიდენმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთს და აშშ-ს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ მშვიდობის უზრუნველყოფის ძალისხმევაში, როგორც ევროპაში, ისე პლანეტის სხვა ადგილებში“.

ასევე საინტერესოა:

🔵 საქართველოში მიწისძვრა მოხდა

🔵 “კარგად დაიმახსოვრეთ რასაც ახლა გეტყვით” – მამა გაბრიელის 12 რჩევა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

🔵 მოხუცი ბებო, მზრუნველი მეზობლები და კარს მომდგარი ახალი წლის ისტორია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740992683

ახალი ამბები

„ყველა დედას ვულოცავ დედის დღეს, მათი ამაგი ძალიან დიდია, რასაც შვილები ვერასდროს გადავიხდით“ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედებს 3 მარტის დღესასწაული მიულოცა. „მინდა ყველა დედას მივულოცო დედის დღე. ვუსურვებ მათ ბედნიერებას, სიხარულს, ყოველივე საუკეთესოს. დედის ამაგი ძალიან დიდია და მას ჩვენ...

კახა კალაძე

1740992569

ახალი ამბები

კახა კალაძე: მნიშვნელოვანია „სამშობლოს ღალატის“ მუხლის აღდგენა, რათა დავუბრუნდეთ 2008 წლის აგვისტოს ომს, მოხდეს გამოძიება

„სანამ წინა ხელისუფლება 2008 წლის მოღალატეობრივ ქმედებას ჩაიდენდა, რამდენიმე ხნით ადრე გააუქმა კანონი სამშობლოს ღალატის შესახებ. ხომ წარმოგიდგენიათ უკვე რა ფიქრები ჰქონდათ და რა ნაბიჯებს დგამდნენ“, -...

კახა კალაძე

1740989912

საზოგადოება

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დაღუპული სამხედროების დედებს დედის დღე მიულოცეს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული თანამებრძოლების დედებს დედის დღე მიულოცეს. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ჯარისკაცები საქართველოს ტერიტორიული...

თავდაცვის ძალები

1740988176

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის - გაგვწირეს უცხოელებმა, „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ - ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია

უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით,...

შალვა პაპუაშვილი

1740986829

მსოფლიო

CNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...

ტრამპი და პუტინი