სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია გავრცელდა

სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერი პეტიცია გავრცელდა, რომლის ავტორი პარტია "დროა" არის.

"ვაცხადებთ, რომ უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და სეპარატისტული რეგიონების შეიარაღება, წარმოადგენს საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას, ძირს უთხრის უსაფრთხოებას და სტაბილურობას მთელ კონტინენტზე;

ასევე ვაცხადებთ, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;

მივიჩნევთ, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოების უმთავრესი საზრუნავი;

მივიჩნევთ, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის და ასევე, ევროპის კონტინენტზე გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველყოფის აუცილებელი წინაპირობაა;

სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს", - წერია პეტიციაში.

პეტიციაზე ხელის მოსაწერად გადადით ამ ბმულზე. 

სხვა სიახლეები:

🔳 ISFED: ფეისბუკის მიერ გაუქმებულმა არაერთმა პროპაგანდისტულმა გვერდმა მოახდინა წარმატებული მიგრაცია ტიკტოკის პლატფორმაზე, მათ შორის „ალტ-ინფოს“ ქსელმა

🔳 "15-მდე ოჯახს დაუკავშირდნენ და გადასცეს ბინები" - რას წერს სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილი

🔳 „რატომ წამოვედით? ჩემი შიშების გამო ალბათ…. ვინც მიცნობთ კარგად იცით, რომ სასწაულად მეშინია ციხის და მეშინია სიკვდილის“- რატომ წავიდა ემიგრაციაში რიმა ასკურავა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1730787856

მსოფლიო

საუდის არაბეთში უდაბნო თოვლით დაიფარა

საუდის არაბეთში, ალ-ჯაუფის რეგიონში უდაბნო თოვლით დაიფარა - ამის შესახებ უცხოური მედია წერს. უცნაურ სტიქიურ მოვლენებს უკვე რამდენიმე დღეა აკვირდებიან. უდაბნოში რამდენიმე დღის განმავლობაში, ძლიერი წვიმ...

საუდის არაბეთში უდაბნო თოვლით დაიფარა

1730787713

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება თეთრი წყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსა...

საარჩევნო ადმინისტრაცია ცესკო

1730783516

ახალი ამბები

საქართველოში ამინდი უარესდება!

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს.  „5 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და ქარბუქი. საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე ი...

ააა

1730753123

ახალი ამბები

5 ნოემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 5 ნოემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვები შეეხება შემდეგ ქუჩებს: ნაძალადევის რაიონი გადაუდებ...

შუქი

1730751105

ჰოროსკოპი

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი ამ დღეს ფინანსურ საკითხებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ეცადეთ, მაღაზიებში სიარულისგან თავი შეიკავო...

ააა