„შემაძრწუნებელი ამბავი“ - აშშ-ის ელჩი უკრაინაში რუსეთის სარაკეტო იერიშს ეხმაურება

აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა, რასაც, ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, „მშვიდობიანი მოსახლეობა ამ ომის ტვირთის ტარებას აგრძელებს“.

„შემაძრწუნებელი ამბავი ღამით უკრაინის რამდენიმე რეგიონში მომხდარი თავდასხმების შესახებ, რის შედეგადაც სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა და 40 დაშავდა. კერძოდ, დობროპილიაში მაშველთა პირველ ტალღაზე ორმაგი დარტყმა განხორციელდა. სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მშვიდობიანი მოსახლეობა აგრძელებს ამ ომის ტვირთის ტარებას“, - წერს ბრიჯიტ ბრინკი X-ზე.

 

 

ინფორმაციისთვის, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით შეუტია დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიას. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა. დაშავებულებს შორის 7 ბავშვია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741504157

ახალი ამბები

საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გარემოს ეროვნული სააგენტო

 გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში 9-10 მარტს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თბილი...

ამინდი

1741465889

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა

9 მარტს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები რუმინეთის წინააღმდეგ პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის პირველი მატჩი 9 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის...

საქართველოს ნაკრებ

1741464309

მსოფლიო

ჩინეთი კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს აწესებს

ჩინეთი კანადას 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე ტარიფებს უწესებს. ჩინეთის ეს გადაწყვეტილება საპასუხო ქმედებაა კანადის მიმართ, რომელმაც ჩინეთს ტარიფე...

ჩინეთიჩინეთი

1741462307

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცის ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა

გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური გაერთიანების ბლოკმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ წინასწარი მოლაპარაკებები დაასრულა. ბლოკის ლიდერმა, ფრიდრ...

ფრიდრიხ მერცი

1741457522

მსოფლიო

Expressen: აშშ ევროპაში სამხედრო წვრთნების დაგეგმვაში მონაწილეობის შეწყვეტას განიხილავს

შეერთებულმა შტატებმა თავის მოკავშირეებს აცნობა, რომ აპირებს, შეწყვიტოს მონაწილეობა ევროპაში მომავალი სამხედრო წვრთნების დაგეგმვაში. ამის შესახებ შვედური გამოცემა Expressen წყაროებზე დაყრდნობით იუწყება...

სამხედრო წვრთნები