„ომიკრონ“ შტამი მსოფლიოს 76 ქვეყანაშია დადასტურებული-შემთხვევების რაოდენობა 111%-ით გაიზარდა - ჯანმო

მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსით 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 47 000-ზე მეტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, გასული კვირის განმავლობაში, წინა კვირასთან შედარებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 5%-ით, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 10%-ით შემცირდა. ინფიცირების ახალი შემთხვევების 65% ევროპის რეგიონში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ შემთხვევების მნიშვნელოვანი, 111 %-იანი ზრდა დაფიქსირდა აფრიკის რეგიონში.

გასული კვირის განმავლობაში, ინფიცირების ყველაზე მეტი, 674 019 შემთხვევა შეერთებულ შტატებში გამოვლინდა, მას მოსდევს გერმანია 351 738 შემთხვევით, გაერთიანებული სამეფო - 350 340 ინფიცირებულით, საფრანგეთი- 335 972 და რუსეთი 215 283 დადასტურებული შემთხვევით.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის “ომიკრონ“ შტამი კი 76 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵დაკავებულია ქურდული სამყაროს წარმომადგენლები - სპეცოპერაციების სერია თბილისში

🔵53 გარდაცვლილი და კორონავირუსით ინფიცირების 3278 ახალი შემთხვევა საქართველოში

🔵პრეზიდენტს ვეუბნები თუ ერთი ხელით მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას ხელს მოაწერს, მეორე ხელით თავის გადადგომაზე მოაწეროს ხელი - სოსო რობაქიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1740986829

მსოფლიო

CNN: ტრამპისა და პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრის მომზადება დაჩქარდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ტრამპისა და პუტინის გუ...

ტრამპი და პუტინი

1740983813

ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზა რეისების განახლებისა და ზოგიერთი რეისის გაუქმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, დღეიდან 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.  3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები: თბილისი-ოზურგეთი-თბილისი ქუ...

საქართველოს რკინიგზა

1740982120

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისია შეიქმნა

დიდთოვლობის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესწავლაზე სპეციალური კომისია იმუშავებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიიღო. კომისია დეტალურად შეისწ...

ირაკლი კობახიძე

1740981935

მსოფლიო

მაკრონი აცხადებს, რომ ევროპული კონტინგენტი უკრაინაში მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაიგზავნება

ევროპული სამშვიდობო კონტინგენტი უკრაინაში უახლოეს კვირებში არ გამოჩნდება, ეს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოხდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გაზეთ Le F...

საფრანგეთს პრეზიდენტი

1740979239

ახალი ამბები

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ

პარლამენტში დღეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ. განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშ...

საქართველოს პარლამენტი